23 ივლისს საქართველოს Justin Timberlake ეწვევა – გაიგე მეტი მსოფლიო ვარსკვლავის ცხოვრებასა და კარიერაზე

2 days ago 6

23 ივლისს  Starring Georgia-ს ფარგლებში საქართველოს  Justin Timberlake ეწვევა-აღნიშნულ ინფორმაციას Black Sea Arena ავრცელებს. კონცერტი თბილისში, დინამო არენაზე  გაიმართება. ბილეთების  გაყიდვა დაიწყება 8 აპრილის 12:00 საათიდან TKT.GE-ზე.  ფასს რაც შეეხება,  ბილეთის საწყისი ღირებულება  125 ლარია, VIP ბილეთების ფასი კი 1400 ლარს შეადგენს.

ჯასტინ ტიმბერლეიკი მრავალმხრივი შემსრულებელი, მუსიკოსი, პროდიუსერი, კომპოზიტორი და მსახიობია. მსოფლიოს მასშტაბით  არტისტის  54 მილიონზე მეტი ალბომი და 63 მილიონი სიმღერაა გაყიდული.

მომღერლის მუსიკალური კარიერა 30 წლის წინ დაიწყო, მაშინ, როდესაც ის  ცნობილი ბოიბენდის, *NSYNC-ის სოლისტი გახდა. ამ ბენდთან ერთად, მან 70 მილიონი ჩანაწერი გაყიდა. არტისტი პოპის, დენსისა და R&B-ის  ჟანრებში GRAMMY-ს ათი ჯილდოს მფლობელია, ჯეი-ზისთან კოლაბორაციის შედეგად კი, არტისტმა მსოფლიოში 23 მილიარდზე მეტი აუდიო და ვიდეოსტრიმი მოიპოვა.  გარდა ამისა,  მას ეკუთვნის Emmy-ს ოთხი ჯილდო მუსიკალურ-იუმორისტულ შოუში – Saturday Night Live  შთამბეჭდავი გამოსვლებისთვის.

ასევე, ჯასტინ ტიმბერლეიკს გახმოვანებული აქვს DreamWorks-ის ანიმაციური მიუზიკლი TROLLS-ს. მისი ჰიტად ქცეული სიმღერა Can’t Stop the Feeling კი 2017 წელს გამოსული Trolls Holiday-იდან, „ოსკარზე“ წლის „საუკეთესო ორიგინალური სიმღერის“ ნომინაციაში იყო წარდგენილი. არტისტმა 2024 წლის 15 მარტს გამოუშვა მეექვსე სტუდიური ალბომი Everything I Thought It Was, რომელიც 18 ახალ სიმღერას შეიცავს, მათ შორის ისეთ  ჰიტებს, როგორებიცაა: Selfish და No Angels.

რო­გორც მსა­ხი­ო­ბი, ჯას­ტინ ტიმ­ბერ­ლე­ი­კი მო­ნა­წი­ლე­ობ­და ისეთ ცნო­ბილ ფილ­მებ­ში, რო­გო­რი­ცაა: „The Social Network“, „Friends with Benefits“ და „In Time“. გარ­და ამი­სა, მას გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლი აქვს „DreamWorks-ის“ ანი­მა­ცი­უ­რი მი­უ­ზიკ­ლი „TROLLS-ს“. მისი ჰი­ტად ქცე­უ­ლი სიმ­ღე­რა „Can’t Stop the Feeling” 2017 წელს გა­მო­სუ­ლი „Trolls Holiday-იდან“ წლის „სა­უ­კე­თე­სო ორი­გი­ნა­ლუ­რი სიმ­ღე­რის“ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში იყო „ოს­კარ­ზე“ წარ­დგე­ნი­ლი.

მუსიკალური კარიერის გარდა, ჯასტინ ტიმბერლეიკი ცნობილია თავისი სკანდალური პირადი ცხოვრებით. მისი რომანები არაერთხელ გამხდარა საჯარო განხილვის საგანი.  1999-2002 წლებში მსახიობს  ურთიერთობა ჰქონდა ბრიტნი სპირსისთან,  შემდეგ, 2003 წლიდან  კამერონ დიაზთან ჰქონდა გახმაურებული რომანი. წყვილის ურთიერთობა 2006 წელს დასრულდა, თუმცა, ამის მიუხედეავად, ისინი კვლავ ინარჩუნებენ მეგობრულ ურთიერთობას, წყვილი 2007 წელს ერთად   წარსდგა  ანიმაციური ფილმის „შრეკი“ პრემიერაზე, 2011 წელს კი  ფილმში „ცუდი მასწავლებელი“  ერთად იმუშავეს.

ჯასტინი  2012 წელს დაქორწინდა მსახიობ ჯესიკა ბილზე.  მათ ორი შვილი ჰყავთ, ვაჟები- 9 წლის საილასი და 4 წლის ფინესი. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდის მანძილზე არაერთხელ დაიწერა ტიმბერლეიკის ღალატისა და წყვილის შესაძლო  განქორწინების შესახებ, ჯესიკა და ჯასტინი დღემდე ერთად არიან და   მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მათი შვილები ნაკლებად გახდნენ    საზოგადოებისა და პაპარაცების დაკვირვების განხილვის საგანი:

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება დიდხანს შევუნარჩუნოთ ჩვენს შვილებს ბავშვობა და ამასთანავე,  გვსურს, რომ საზოგადოება არ მოექცეს მათ განსხვავებულად მხოლოდ ჩვენი საქმიანობის გამო”- აღნიშნა  Mirrors-ის შემსრულებელმა.  

23 ივლისს „დინამო არენაზე“ შეკრებილ ათიათასობით მელომანს შესაძლებლობა ექნება, მოუსმინონ 44 წლის მსოფლიო ვარსკვლავის   ჰიტებს .

ცნობისთვის, ჯასტინ ტიმბერლეიქი 2025 წლის მსოფლიო ტურნეს  4 მაისს  მექსიკიდან იწყებს და 20 ივლისს საფრანგეთში დაასრულებს. თბილისში 23 ივლისს კონცერტის გამართვის შესახებ ინფორმაცია მომღერლის ვებგვერდზე ამ დროისთვის ჯერ არ არის განთავსებული.

სრულად წაკითხვა