WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

24.08.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

დღეს, 24 აგვისტოს, 19:00 საათზე უკრაინის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართება.

24 აგვისტოს უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

დღევანდელი სოლიდარობის აქციის ორგანიზატორები ის აქტივისტები არიან, რომლებიც შაბათის მარშებს აორგანიზებენ ხოლმე.

“24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. დღეს, როდესაც განსაკუთრებით მკაფიოდ გვახსენდება, თუ რამხელა ფასი აქვს თავისუფლებას. უკრაინელი ხალხი უკვე წლებია თავდაუზოგავად, გმირულად იბრძვის ჩვენი საერთო მტრის, რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი მიწისა და სუვერენიტეტისთვის, არამედ მთელი ევროპული უსაფრთხოებისა და ღირსებისთვის. საქართველოსა და უკრაინას საერთო ტკივილი, საერთო ბრძოლა და საერთო მომავალი აკავშირებს. ამ ისტორიულ მომენტში ჩვენი სოლიდარობა და მტკიცე მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ​ შევიკრიბოთ, ერთად ავიმაღლოთ ხმა რუსული აგრესიის წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ დავანახოთ უკრაინელ მეგობრებს, რომ ამ ბრძოლაში ისინი მარტონი არ არიან! წამოიღეთ უკრაინისა და საქართველოს დროშები, სანთლები და სოლიდარობის ბანერები”, – აცხადებენ ორგანიზატორები.