+30 გრადუსი - როგორი ამინდი გველის უქმეებზე

3 days ago 3

როგორი ამინდი იქნება უქმეებზე - ამის შესახებ მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში წერს.

„პარასკევს და შაბათ-კვირას, საქართველოში მოსალოდნელია გაზაფხულისთვის დამახასიათებელი ანტიციკლონური ამინდის პირობები.

ატმოსფერული მაღალი წნევა მოწმენდილი და მზიანი ამინდის საწინდარი გახდება, ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატებით.

კონკრეტულად, შაბათს მაქსიმალური ტემპერატურა - ქვეყნის დაბლობსა და ბარში +28, +30 გრადუსს მიაღწევს“, - განმარტავს ფარტენაძე.

სრულად წაკითხვა