7 სექტემბერს გაიმართა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს სხდომა და გაკეთდა სპეციალური განცხადება, მიმართვა საზოგადოებისადმი:
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გმობს 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციას და მასში მონაწილეობას საქართველოს ინტერესების ღალატად მიიჩნევს.
4 ოქტომბერი ქართველი ხალხისთვის მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის უმნიშვნელოვანესი დღეა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მხარს უჭერს სამოქალაქო მოძრაობა “რუსთაველის გამზირის” ინიციატივას – 4 ოქტომბერს შევიკრიბოთ არა რუსული სპეცოპერაციის პუნქტებზე, არამედ თბილისში, რუსთაველის გამზირზე!
მოვუწოდებთ ყველა ქართველ პატრიოტს – გამოვიდეთ ქუჩაში და ერთად ვუთხრათ არა ივანიშვილის რუსულ რეჟიმს!
საქართველო ივანიშვილის გარეშე!” – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ინფორმაციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს