“4 ოქტომბერს ჩვენ ძალიან ბევრ ხალხს ველოდებით რუსთაველის გამზირზე” – პეტრე ცისკარიშვილი

5 days ago 3

4 ოქტომბერს ჩვენ ძალიან ბევრ ხალხს ველოდებით რუსთაველის გამზირზე და თვითონ ხალხი გადაწყვეტს ამ ხელისუფლების ბედს და დაასრულებს “ოცნების” რეჟიმს”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა.

მისი თქმით, პროცესი უნდა წარიმართოს მშვიდობიანად:

ჩვენ ძალიან ბევრ ხალხს ველოდებით რუსთაველის გამზირზე და თვითონ ხალხი გადაწყვეტს ამ ხელისუფლების ბედს მას შემდეგ, რაც ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა იქნება კონსოლიდირებული მთავარი იდეის გარშემო, რომ “ოცნების” რეჟიმი უნდა დასრულდეს და რა თქმა უნდა, ეს პროცესი უნდა წარიმართოს მშვიდობიანად”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

სრულად წაკითხვა