400 ევროპელი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავაზე

1 week ago 3

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ საქართველოსთვის თავგანწირულ ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავაზე 400-მა ევროპელმა ჯერ კიდევ 1978 წელს  ლეონიდე ბრეჟნევს  წერილით მიმართა.

ლაშა ბუღაძე, მწერალი:

“გარკვეული პუბლიკაციის ძებნისას ინტერნეტში მოულოდნელად 1978 წლით დათარიღებული ეს უნიკალური წერილი აღმოვაჩინე, სადაც 400 ევროპელი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას შესახებ წერს ლეონიდე ბრეჟნევს -“ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის პროფესორი ზვიად გამსახურდია” და “მუსიკათმცოდნე მერაბ კოსტავა”.
ხელმომწერებს შორის კი არიან გენიალური შვეიცარელი დრამატურგი ფრიდრიხ დიურენმატი და თომას მანის შვილი, დიდი გერმანელი ისტორიკოსი, გრანდიოზული “ვალენშტაინის” ავტორი, გოლო მანი.
დღეს განსაკუთრებულად ამაღელვა ამ ტექსტის პოვნამ… როდიდან იბრძვიან – ციხეებიდან! – ჩვენი დამოუკიდებლობისთის შეწირული კოსტავა და გამსახურდია და როდიდან ცდილობენ ევროპელები ჩვენი თავისუფლების მხარდაჭერას…
ამ ტექსტს არ შევბილწავდი ხაინდრავა-რამიშვილების ხსენებით, მაგრამ “გარყვნილი ევროპა” რომ თურმე ჩვენი მტერია და ივანიშვილის ძალაუფლება – კოსტავას, გამსახურდიასა და სხვების არჩევანი (ასე გამოუდით), ამ რუსული შხამის გავრცელების საპირწონე ბრძოლის დასტურად გამოდგება ეს მცირე ბარათიც კი.
როდიდან იბრძოდა ეს ხალხი და ეს რუსები კი – გარყვნილი ევროპაო…

სრულად წაკითხვა