დედაქალაქის მერი კახა კალაძე, რომლის პოლიტიკასაც ცხოველთა უფლებადამცველები ბოლო დღეები აკრიტიკებენ, მათ პასუხისგებაში მიცემით ემუქრება. მისი სიტყვებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო „გამჭვირვალედ მუშაობს“.
„ყველა იმ ბოროტმოქმედს, რომელიც მივიდა და სამარხების გათხრა დაიწყო, აუცილებლად მოუწევს პასუხისმგებლობა. გარწმუნებთ ამაში. რაც არ უნდა ცილისწამება, სიბინძურეები ააგოროთ და ეცადოთ, რა თქმა უნდა, ცხოველთა თავშესაფარს ვერ დააზიანებთ იმიტომ, რომ აღნიშნული ორგანიზაცია მუშაობს სუფთად, გამჭვირვალედ და ემსახურება ცხოველების კეთილდღეობა“, - თქვა კალაძემ.
მან ცხოველთა უფლებადამცველებს „არაჯანსაღი ფსიქიკის ადამიანები“ უწოდა:
„იმ რამდენიმე ადამიანის, რომელიც იქ იმყოფებოდა, როგორ შეიძლება სადმე შეშვება, არა თუ ცხოველთა მონიტორინგში? ყველაზე არ მაქვს საუბარი, თუმცა ხუთი-ექვსი ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან. არსებობს კანონი, წესები და ყველამ კეთილი უნდა ინებოს, დაემორჩილოს ამ ყველაფერს“.
მასალა განახლდება
radiotavisupleba ახალი ამბები