,,613 პატიმრის შეწყალებაზე ერთი პირადი ისტორია გამახსენდა“ – ბექა კობახიძე

7 hours ago 2

ასოცირებული პროფესორი ბექა კობახიძე:

,,613 პატიმრის შეწყალებაზე ერთი პირადი ისტორია გამახსენდა:

2018 წლის იანვარია, ღამის 11 საათზე ჩავფრინდი ბერლინში და დილის ხუთამდე უნდა ველოდო ლაიფციგისკენ მიმავალ ავტობუსს. დაცარიელებულ აეროპორტში მოძრაობენ ორზოლიან ადიდასებში გამოწყობილი ბიჭები, მყარად ქუთაისური აქცენტით და ქუჩურს ბაზრობენ. მე მაგრად მეზარება ამათთან მომდევნო ექვსი საათი ლაპარაკი, გარეთ ცივა, ამიტომ ვიდებილებ თავს, ვითომ ქართველი არ ვარ. ესენი ამივლიან, ჩამივლიან, სახეზე მატყობენ ქართველი ვარ, მაგრამ ზედმეტად მოშტერებული სახის კაცთან არ მოდიან.
ამ დროს დამირეკა ცოლმა და ინსტიქტურად ზედმეტად ქართული “ალო” ვთქვი. მანდ მივხვდი რომ გავიწირე:)))

მოვიდნენ და დაიწყო ბაზარი. ჩვენო აქო სამუშაოდ ვართო ჩამოსულებიო, სამი თვე ვჩერდებით, პასპორტს არ ვიფუჭებთ და მივდივართო, სამ თვეში ისევ ჩამოვდივართო და ა.შ.
რას ეძახდნენ “მუშაობას” – ზედმიწევნით მომიყვნენ როგორ იპარავდნენ საქონელს, აბარებდნენ თურქულ მაღაზიებს და რამდენი რჩებოდათ სამი თვის თავზე. “კაცი რომ მგზავრობაში და საჭმელში ფულს გადაიხდის გერმანიაში, დებილია იგი აბა რა არი, ბრატ?!” ასე ანაზდად ჩავეწერე დებილებში:)))

მერე მომიყვა როგორ ივსება ბენზოგასამართ სადგურებზე ბაკი უფასოდ: სადგურზე შესვლის წინ ხსნიან ნომრებს, ავსებენ ბაკს და შემდეგ ბენზინის პოსტალეტს სადღაც სხვაგან კიდებენ. კამერა ვერ გვაფიქსირებსო.
მე 90-იანებში გაზრდილი კაცი ვარ, ზედმიწევნით ვიცი მათი ენა და ისე ტოლ-სწორად ველაპარაკე, ბოლომდე გაიხსნენ. ერთი ყვებოდა, ხონელი, ჩვენო სამი ძმები ვართო, 2013 წელს გამოგვიშვეს ამნისტიით, მკვლელობაზე ვიჯექითო. აგია ჩვენი მთავრობაო. საკრებულოს თავმჯდომარე ჩვენი მეგობარია, გვეუბნება იმუშავეთ ჩვენთანო, მარა გერმანიაზე უკეთეს სამუშაოს სად ნახავო?

მოკლედ, ასე ზედმიწევნით რომ მოყვა ყველაფერი, მერე მე მომიბრუნდა და შენ საიდან მოდიხარო? ბრიტანეთიდანთქო. მანდ კარგი მუშაობააო? ანუ, კარგად იპარებაო? წამით ეჭვი არ შეპარვია, რომ ადამიანი საქართველოს საზღვრებს გარეთ შეიძლება რამე სხვა საქმეზე გავიდეს. არადა მე ოქსფორდიდან ჩამოვედი გერმანიაში კონფერენციაზე დასასწრებად. რა გინდა რომ უთხრა?! ბანზე ავუგდე სიტყვა ერთხელ, მეორედ… ეწყინა, კაცობაში ჩავიჭერი, რადგან მან ყველაფერი გულწრფელად მომიყვა, მე კიდევ დავუმალე სად რას ვიპარავდი. გამეცალა.

ალბათ გემახსოვრებათ, ხატია დეკანოიძე ქუთაისში რომ იყრიდა კენჭს, ქოცების ტროლები ფეისბუქში წერდნენ, რომ ქუთაისი პოლიციელს არ აირჩევსო. პოლიციელობა იყო შავი პიარი.

ოფიციალური ამბავია: ქუთაისის მერია ბირჟებზე ფაცხებს დგამს, ქუჩის ბიჭების კომფორტისთვის.

ეს ყველაფერი ცხადდება ქართულ იდენტობად და ქართველობის დაცვად. ჩვენ ვცხადდებით მტრებად.
ამიტომ ვამბობ, ასეთი საზიზღარი და კრიმინალში შეზელილი საბჭოთა ხელისუფლებაც არ ყოფილა.“

სრულად წაკითხვა