WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

🇬🇪🥋🥇 ტატო გრიგალაშვილი მეოთხედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ოლიმპიურ სახეობებში მსოფლიოს პირადი პირველობის 4 ოქრო დღევანდლამდე საქართველოს სახელით მოასპარეზე მხოლოდ 4 ათლეტს ჰქონდა: ძალოსან ლაშა ტალახაძეს – 7 (ის რეკორდსმენია) და სამ მოჭიდავეს, რომან რურუას (ბერძნულ-რომაული; 1966, 1967, 1969, 1970), ლევან თედიაშვილს (თავისუფალი; 1971, 1973, 1974, 1975) და ლერი ხაბელოვს (თავისუფალი; 1985, 1987, 1990, 1991).

🇬🇪🥋🥇 ტატო მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი 26 წლის ასაკში გახდა, რითაც ლაშა ტალახაძის რეკორდი გაიმეორა. 2019 წელს, როცა ლაშა პატაიაში (ტაილანდი) მეოთხედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, ასევე 26 წლის იყო. რომან რურუამ, ლევან თედიაშვილმა და ლერი ხაბელოვმა მსოფლიო ჩემპიონატების მე-4 ოქროს მედალი 27 წლის ასაკში მოიგეს.

🇬🇪🥋🥇 ტატო ზედიზედ მეექვსედ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, ამაზე უკეთესი შედეგი კი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატებზე, მამაკაცთა ნებისმიერ წონით კატეგორიაში, მხოლოდ ლეგენდარულ ტედი რინერს აქვს. ფრანგმა გოლიათმა 2007-2017 წლებში ზედიზედ 8-ჯერ იასპარეზა +100კგ წონის ფინალში.

🇬🇪🥋🥇 ტატოს მსოფლიო ჩემპიონატებზე 4 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი აქვს, მსოფლიოს პირადი პირველობის 6 ჯილდო კი ქართველ ძიუდოისტთა შორის აქამდე მხოლოდ ვარლამ ლიპარტელიანს ჰქონდა. თუმცა ის არასდროს ყოფილა ჩემპიონი – 3 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.

🇬🇪🥋🥇 ტატო ზედიზედ მე-5 წელია მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ფინალებში ასპარეზობს, რაც საუკეთესო შედეგია საბრძოლო სახეობებში ქართველ სპორტსმენთა შორის.

🇬🇪🥋🥇 ჩვენი სპორტის ისტორიაში ძიუდოისტებმა (ვაჟთა ნაკრების და შერეული გუნდის ჩათვლით) მეოცედ იზეიმეს მსოფლიოს ჩემპიონობა, მათზე მეტი მსოფლიო ოქრო კი მხოლოდ მოჭიდავეებს აქვთ: „თავისუფლებს“ – 29 და „კლასიკოსებს“ – 26. თუ მხოლოდ 1992 წლიდან დავითვლით მსოფლიო პირველობების პირად ოქროს მედლებს, ანუ მას შემდეგ, რაც ქართული სპორტი დამოუკიდებელი გახდა, მაშინ ძიუდოისტები ერთპიროვნული ლიდერები არიან 12 ტრიუმფით.