WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

6

მშენებარე ცაგერის ცენტრალურ სტადიონს საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების  კაპიტნისა და ცაგერის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის, გიორგი ნემსაძის სახელი მიენიჭება.

ამის შესახებ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სტადიონს ლეჩხუმისთვის განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობა აქვს — წლების განმავლობაში აქ ფეხბურთის არაერთი თაობა აღიზარდა. განახლებული სპორტული სივრცე ხელს შეუწყობს რეგიონში ფეხბურთის განვითარებას, ახალგაზრდა სპორტსმენების მოტივაციის ამაღლებასა და სპორტული ტრადიციების შენარჩუნებას.

პროექტის ფარგლებში სტადიონი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურით მოეწყობა, რაც შექმნის სათანადო პირობებს, როგორც ფეხბურთელებისა და სპორტული გუნდებისთვის, ისე გულშემატკივრებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის. განახლებული სივრცე სრულად იქნება მორგებული თანამედროვე მოთხოვნებსა და ხელმისაწვდომობის პრინციპებს.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

სტადიონისთვის გიორგი ნემსაძის სახელის მინიჭების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები განხორციელდება და შესაბამისი დოკუმენტაცია განსახილველად ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიას წარედგინება.