WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

121.3 მილიონი ლარის კონტრაქტები კონკურენციის გარეშე – „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ კვლევას აქვეყნებს, სადაც სამცხე-ჯავახეთში წყლის სამუშაოებისთვის გამოყოფილ თანხების შესახებ წერს.

კვლევის თანახმას, წყლის სამუშაოებისთვის გამოყოფილ 266,103,541 ლარს ის 5 სამშენებლო კომპანია ინაწილებს, რომლებმაც „ქართულ ოცნებას“, ჯამში, 676,000 ლარი შეწირეს.

121.3 მილიონი ლარის კონტრაქტები კონკურენციის გარეშე.

სამცხე-ჯავახეთში წყალმომარაგების სამი ტენდერი „ქართული ოცნების” შემწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა უკონკურენტოდ მოიგეს: ორი – „გზამ“, ერთი კი – „ინვესტ გრუპმა“.

„გზის“ ამ ორი კონტრაქტის ჯამური ღირებულება 90.8 მილიონი ლარია, „ინვესტ გრუპის“ კონტრაქტისა კი 30.5 მილიონი. ერთად ეს რეგიონში მიმდინარე წყალმომარაგების პროექტების საერთო ღირებულების 45.5%-ს შეადგენს.

შესაბამისად, ამ პროექტებისთვის გათვალისწინებული თანხის თითქმის ნახევარი კონკურენციის გარეშე მოგებულ ტენდერებზე მოდის, – წერია კვლევაში.