WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კომპლექსური ღონისძიებების საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 48 მოქალაქე, მათ შორის – თურქეთის, კუბის, ერაყის, ნიგერიის, იორდანიის, ჩინეთის, ინდოეთის, პაკისტანის, ვიეტნამის, აზერბაიჯანისა და რუსეთის მოქალაქეები დაიკავეს.

უწყების ცნობით, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ფარგლებში, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დანიშნულების ობიექტი შეამოწმეს.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული პირები საქართველოში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით.

ამჟამად დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი საქართველოდან გაძევების მიზნით.