8 სექტემბერს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის ნაწილზე გადაადგილება შეზღუდული იქნება

3 days ago 1

ხვალ, 8 სექტემბერს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის ბოლო ნაწილში, უკრაინის საელჩოდან (N76) წყნეთის გზატკეცილის N6-მდე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. მიზეზი ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო.

შეზღუდვები რამდენიმე საათის განმავლობაში იქნება დაწესებული - 06:00 საათიდან 14:00 საათამდე.

ამ დროის განმავლობაში:

  • ჭავჭავაძის გამზირიდან წყნეთის გზატკეცილის მიმართულებით მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ თამარაშვილის გამზირის, უნივერისტეტის ქუჩისა და ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის გავლით;
  • წყნეთის გზატკეცილისა და ბაგების დასახლების მხრიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის, უნივერსიტეტის ქუჩისა და თამარაშვილის გამზირის გავლით. გადაადგილება შესაძლებელი იქნება ბაგების დასახლებიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტომობილებისთვის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომდე.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი (ავტობუსები N309, N351 და N358) იმოძრავებენ ვაკის პარკამდე.

ჩოლოყაშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუსაოები მაისში დაიწყო, საავტომობილო მოძრაობაზე შეზღუდვები კი 22 მაისიდან ამოქმედდა.

სრულად წაკითხვა