84 საჯარო სკოლისთვის 4000-ზე მეტ კამერას ყიდულობენ

3 days ago 7

თბილისსა და რეგიონებში არსებული 84 საჯარო სკოლების შიდა და გარე კამერებით აღსაჭურვად შესყიდვების სააგენტომ კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა. ჯამში შეისყიდიან 4380 კამერას, საიდანაც 1832 გარე პერიმეტრს გადაიღებს, 2548 კი შიდა სივრცეს.

ტენდერი 26 მარტს გამოცხადდა (სკოლების ჩამონათვალი). შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 4,9 მილიონ ლარად კამერებთან ერთად ქსელური ჩამწერები, მყარი დისკები, უწყვეტი კვების წყაროები, მონიტორები და სხვა დამხმარე მოწყობილობები უნდა იყიდონ.

ტენდერში განაცხადების წარდგენა 2 აპრილს დაიწყება და 36 საათში, 3 აპრილს 12:00 საათზე დასრულდება.

სრულად წაკითხვა