დემნა გვასალია ივლისიდან Balenciaga-დან Gucci-ს მოდის სახლში გადაბარგდება და იტალიურ ბრენდშიც კრეატიული დირექტორის თანამდებობას დაიკავებს.
Balenciaga-ში მის 10-წლიან მოღვაწეობაზე CNN-ი წერს: „თანამედროვე ფუფუნების ტენდენციები თავიდან განსაზღვრა და გლობალური აღიარება მოიპოვა, შემდეგ კი ეს ავტორიტეტი განამტკიცა“. ეს წარმატება რიცხვებში ნათლად გამოიხატება და კარგად ჩანს, რამდენად დიდი პროგრესი განიცადა ესპანურმა ბრენდმა ქართველის მისვლის დღიდან.
იმის მიუხედავად, რომ Kering Group-ი კონკრეტულად Balenciaga-ს ზუსტ შემოსავლებს არ ასაჯაროებს, HSBC-ის გამოთვლებით, დემნა გვასალიას მისვლის პირველ წელს ბრენდის შემოსავალი 200 მილიონი ევრო იყო, 2021 წელს კი ამ თანხამ 1.76 მილიარდი ევრო შეადგინა. შესაბამისად, 6-წლიან პერიოდში კომპანიის მოგება თითქმის 9-ჯერ (8.8) გაიზარდა.