14 სექტემბერს კალიფორნიაში Emmy Awards -ის 77-ე ცერემონია გაიმართა. დაჯილდოებაზე წარმოდგენილი იყო მაყურებლის საყვარელი ყველა სერიალი, ფანტასტიკური „გაყოფიდან“ დაწყებული, „გარდატეხის ასაკით“ დამთავრებული. დაჯილდოების მთავარი ტრიუმფატორები გახდნენ დრამატული სერიალი „პიტის საავადმყოფო“, კომედია „კინოსტუდია“ და „გარდატეხის ასაკი“.
ეს უკანასკნელი წლევანდელი Emmy Awards-ის აბსოლუტური ჩემპიონი გახდა — მან ერთდროულად 6 ძირითად ნომინაციაში გაიმარჯვა, ხოლო 15 წლის მსახიობმა ოუენ კუპერმა მეორე ხარისხოვანი როლის კატეგორიაში პრემია მიიღო და Emmy Awards-ის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელი გახდა.
კომედიურმა სერიალმა „Studio“ 13 ჯილდო მოიპოვა, რაც კომედიური პროექტების აბსოლუტური რეკორდია.
როგორ გადანაწილდა გამარჯვებულთა სია, იხილეთ ქვემოთ.
Emmy Awards 2025 წლის გამარჯვებულების სრული სია
საუკეთესო დრამატული სერიალი — „პიტის საავადმყოფო“
საუკეთესო კომედიური სერიალი — „კინოსტუდია“
საუკეთესო მინი-სერიალი — „გარდატეხის ასაკი“
საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებლები
- საუკეთესო მსახიობი დრამატულ სერიალში — ნოა უაილი („პიტის საავადმყოფო“)
- საუკეთესო მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში — ბრიტ ლაუერი („გაყოფა“)
- საუკეთესო მსახიობი კომედიურ სერიალში — სეთ როჯენი („კინოსტუდია“)
- საუკეთესო მსახიობი ქალი კომედიურ სერიალში — ჯინ სმარტი („ხრიკები“)
- საუკეთესო მსახიობი მინი-სერიალში — სტივენ გრემი („გარდატეხის ასაკი“)
- საუკეთესო მსახიობი ქალი მინი-სერიალში — კრისტინ მილიოტი („პინგვინი“)
საუკეთესო მეორე პლანის მსახიობები
- საუკეთესო მსახიობი მეორეხარისხოვან როლში დრამატულ სერიალში — ტრემელ ტილმანი („გაყოფა“)
- საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში დრამატულ სერიალში — ერინ დოერტი („გარდატეხის ასაკი“)
- საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში კომედიურ სერიალში — ჰანა აინბინდერი („ხრიკები“)
- საუკეთესო მსახიობი მეორე პლანში კომედიურ სერიალში — ჯეფ ჰილერი („ვიღაც სადღაც“)
- საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში მინი-სერიალში — ერინ დოერტი („გარდატეხის ასაკი“)
- საუკეთესო მსახიობი მეორეხარისხოვან როლში მინი-სერიალში — ოუენ კუპერი („გარდატეხის ასაკი“)
საუკეთესო რეჟისურა
- საუკეთესო რეჟისურა დრამატულ სერიალში — ადამ რენდოლი („ნელი ცხენები“)
- საუკეთესო რეჟისურა კომედიურ სერიალში — სეთ როჯენი და ევან გოლდბერგი („კინოსტუდია“)
- საუკეთესო რეჟისურა მინი-სერიალში — ფილ ბარანტინი („გარდატეხის ასაკი“)
საუკეთესო სცენარი
- საუკეთესო სცენარი დრამატულ სერიალში — დენ გილროი („ანდორი“)
- საუკეთესო სცენარი კომედიურ სერიალში — სეთ როჯენი, ევან გოლდბერგი და სხვ. („კინოსტუდია“)
- საუკეთესო სცენარი მინი-სერიალში — ჯეკ ტორნი და სტივენ გრემი („გარდატეხის ასაკი“)