ყოველ წელს, დეკემბრის დასაწყისში, ნიუ-იორკში ნამდვილი საახალწლო სასწაული ხდება – როკფელერის ცენტრის ნაძვზე ულამაზესი განათება ინთება და ეს ადგილი საშობაო ზღაპარს ემსგავსება.

აშშ-ში უკვე შეარჩიეს მთავარი საშობაო ნაძვი, რომელიც როკფელერის ცენტრთან დამონტაჟდება. The New York Post -ის ცნობით, ხე იპოვეს ფერმაში, რომელიც მანჰეტენიდან დაახლოებით 200 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ეს 22-მეტრიანი ნორვეგიული ნაძვი 60 წელზე მეტი ხნისაა და 11 ტონას იწონის. მას 6 ნოემბერს მოჭრიან და ორი დღის შემდეგ ნიუ-იორკში ჩაიტანენ.

ნაძვის ხეს ეიმპაირ სტეიტ ბილდინგის შენობასთან დადგამენ და მრავალფეროვანი LED-განათებებითა და სვარკოვსკის ბროლისგან დამზადებული 300 კილოგრამიანი ვარსკვლავით მორთავენ.

ნაძვის ხის ანთების საზეიმო ცერემონია 3 დეკემბერს გაიმართება.
ამის შემდეგ ახაი წლის სიმბოლო როკფელერის ცენტრთან იანვრის შუა რიცხვებამდე დარჩება, შემდეგ კი სამშენებლო მასალად გამოიყენებენ.
ტრადიციის დაწყება
როკფელერის ცენტრის პირველი ნაძვის ხე უბრალო მუშებმა, შორეულ 1931 წელს დადგეს. ეს იყო მადლიერების ნიშანი მეწარმის, ჯონ როკფელერ უმცროსის მიმართ, რომელმაც ქვეყნისთვის მძიმე დროს, ადამიანებს სამუშაო და ოჯახის რჩენის საშუალება მისცა.
მუშებმა სადღესასწაულო ხე ქაღალდის გირლანდებითა და შტოშის ტოტებით მორთეს, ხოლო საახალწლო ნათურების ნაცვლად, თუნუქის ქილები დაკიდეს, რომლებიც სიბნელეში ოდნავ ბრწყინავდნენ.
Associated Press-ის კორესპონდენტმა ეს ისტორიული წუთები ფირზე აღბეჭდა. თუ ფოტოს მარცხენა მხარეს დააკვირდებით, დაინახავთ მამაკაცს, რომელიც ხის ყუთის გვერდით დგას. ეს როკფელერის ხაზინადარია, რომელიც მუშებს ხელფასს ურიგებს. ფოტო გადაღებულია შობის წინა საღამოს.

ტრადიციის დასაწყისი
1932 წელს როკფელერის ცენტრში ნაძვის ხე აღარ დაუდგამთ, მაგრამ უკვე მომდევნო წელს ახალი წლის სიმბოლო საგანგებლოდ შეარჩიეს და მორთეს. პირველი ოფიციალური ნაძვის ხე დაახლოებით 12 მეტრის სიმაღლის იყო ანუ ორჯერ უფრო მაღალი, ვიდრე 1931 წელს და მას 700 ნათურა ანათებდა.
დევიდ მურბაკი 26 წლის განმავლობაში არჩევდა საუკეთესო ნაძვებს როკფელერის ცენტრისთვის. ხშირად ის ვერტმფრენით მიდიოდა დაზვერვაზე და კონექტიკუტში, ნიუ-ჯერსიში, ვერმონტში, ოჰაიოში და სხვაგან ტყეებს ათვალიერებდა.
საუკეთესო ხის შერჩევის შემდეგ ნოემბრის ბოლოს მის მოსაჭრელად სპეციალური ჯგუფი ბრუნდება. მოჭრისას ნაძვს ამწეზე ამაგრებენ, შემდეგ კი სპეციალური სატვირთო ავტომობილით ნიუ-იორკში მიაქვთ. ხის სიმაღლე 125 ფუტზე (დაახლოებით 38 მეტრზე) მეტი არ უნდა იყოს, რადგან სხვა შემთხვევაში, სატვირთოზე ვერ მოთავსდება.

1942 წელს, ამერიკელი ჯარისკაცების მხარდაჭერის ნიშნად, როკფელერის ცენტრთან ერთდროულად, სამი ნაძვი დადგეს. ისინი სამხედრო მიზნებისთვის გამოუყენებელი მასალებისგან, ლურჯი და ლურჯ-წითელი ფერებით მორთეს. 1943 წელს კი ნაძვის ნათურები საერთოდ არ ანთებულა.
1973 წლის ნავთობის კრიზისის დროს, ნაძვი ნაკლები ელექტროენერგიის გამოყენებით მორთეს, დღეს კი როკფელერის ცენტრის ნაძვის ხეებს 50 000-ზე მეტი ფერადი ნათურა ამშვენებს, რასაც დაახლოებით 8 კილომეტრი ელექტრო გაყვანილობა სჭირდება.

ხის თავზე ულამაზესი ვარსკვლავი არქიტექტორმა დენიელ ლიბესკინდმა 2018 წელს შექმნა. სვაროვსკის ბროლისგან დამზადებული ვარსკვლავი დაახლოებით 400 კგ-ს იწონის და 70 წვეტი აქვს, რომლებსაც 3 მილიონი კრისტალი ფარავს.
საახალწლო დღესასწაულის დასრულების შემდეგ ნაძვი ორგანიზაცია Habitat for Humanity-ს გადაეცემა, სადაც მას ხელმოკლე ადამიანებისთვის სახლების ასაშენებლად და ავეჯის დასამზადებლად გამოიყენებენ. ნაძვის ხისგან დამზადებულ მასალას სპეციალური აღნიშვნაც კი უკეთდება, რომლის ხილვაც ადამიანებს განსაკუთრებით ახარებს.

ხედავთ, როგორი ლამაზი ტრადიცია გაჩნდა მხოლოდ იმის გამო, რომ ზამთრის ერთ სუსხიან საღამოს ადამიანებმა გადაწყვიტეს, დამსაქმებლისადმი მადლიერება გამოეხატათ.
ასაკის მიუხედავად, ადამიანები ყოველ წელს მოუთმენლად ელიან იმ დღეს, როდესაც ქალაქს საახალწლო ნათურები გაანათებს და საახალწლო განწყობა გაახალისებს. შეიძლება იმიტომაც, რომ ამ დროს საკუთარ ბავშვობასთან თავს ყველაზე ახლოს ვგრძნობთ.

ასევე დაგაინტერესებთ
#OK! კარდაშიანების ოჯახის საშობაო ტრადიციები – როგორია სადღესასწაულო სამზადისი ვარსკვლავურ ოჯახში

6 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·