#OK! ოსკარის დაჯილდოება ABC-დან YouTube-ზე გადადის

2 hours ago 3

ამერიკის კინოაკადემია „ოსკარის“ დაჯილდოების ტრანსლაციას ტელეარხ ABC-დან, სადაც 1976 წლიდან გადაიცემა, პლატფორმა YouTube-ზე გადაიტანს. ღონისძიების პირველი პირდაპირი ეთერი ამ პლატფორმაზე 2029 წელს შედგება.

ვიდეოჰოსტინგთან დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ „ოსკარი“ პლატფორმაზე სულ მცირე, 2033 წლამდე გადაიცემა. ტელეკომპანია Alphabet Network, რომელიც Disney-ს ეკუთვნის და არხ ABC-ს ფლობს, ღონისძიების ჩვენებას 2028 წლამდე, კერძოდ, მე-100 საიუბილეო ცერემონიამდე გააგრძელებს. ამის შემდეგ კი ტრანსლაცია YouTube-ს პირდაპირ ეთერში, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი მთელ მსოფლიოში.

Трансляция премии «Оскар» переедет на YouTube с 2029 года - Рамблер/новости

რას ნახავს მაყურებელი?

The Hollywood Reporter-ის ინფორმაციით, შეთანხმების ფარგლებში YouTube მხოლოდ დაჯილდოების ცერემონიას არ აჩვენებს. პლატფორმაზე ასევე ხელმისაწვდომი იქნება:

  • რეპორტაჟები წითელი ხალიჩიდან,
  • კადრები „ოსკარის“ კულისებიდან,
  • ნომინანტების გამოცხადება,
  • Governors Awards – საპატიო ჯილდოების გადაცემის ცერემონია;
  • ნომინანტების საზეიმო სადილი და სხვა ღონისძიებები.

სტრატეგიული მნიშვნელობა

YouTube заинтересован в покупке прав на трансляцию церемонии вручения премии  «Оскар» | Forbes Life

THR-ის შეფასებით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და პოპულარული ცერემონიის ტრანსლაციის უფლება დიდი მიღწევაა კომპანიისთვის, რომელსაც უზარმაზარი ფინანსური რესურსი აქვს და მიზნად ისახავს, გახდეს „ყველაზე გავლენიანი პლატფორმა დედამიწაზე“.

გამოცემის მონაცემებით, Disney-სთვის „ოსკარის“ ცერემონია პირდაპირი ტრანსლაციების პორტფელის საკვანძო ნაწილი იყო, თუმცა, ამავდროულად, ის წარმოადგენდა ძვირადღირებულ აქტივს. როგორც THR აღნიშნავს, ბოლო წლებში „ოსკარის“ რეიტინგი ათი წლის წინანდელი მაჩვენებლების მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენს.

Премию «Оскар» покажут на YouTube — бесплатно по всему миру - Чемпионат

„პრემია „ოსკარი“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული მოვლენაა, რომელიც კინოხელოვნებაში გამორჩეულ მიღწევებს აღნიშნავს. აკადემიასთან პარტნიორობა იმისსთვის, რომ ხელოვნებისა და გართობის ეს დღესასწაული მსოფლიო აუდიტორიას წარვუდგინოთ, შემოქმედთა და კინომოყვარულთა ახალ თაობას შთააგონებს და ამავდროულად, ოსკარის ლეგენდარული მემკვიდრეობის ერთგული დარჩება “, — განაცხადა YouTube-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნილ მოჰანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სრულად წაკითხვა