#OK! მიშელ ობამა ცათამბჯენების ფონზე, Chanel-ის კაბით გამოჩნდა

2 hours ago 2

ცოტა ხნის წინ მსოფლიომ აშშ-ის 44-ე პრეზიდენტის, ბარაქ ობამას ცოლის, მიშელ ობამას ახალი წიგნი, „The Look“ იხილა, რომელშიც ავტორი მოდაზე და ჩაცმის საკუთარ  სტილზე წერს.

“ ჩვენი ოჯახის თეთრ სახლში ყოფნის დროს  ჩემს ჩაცმულობას სულ აკვირდებოდნენ და აანალიზებდნენ – რა მეცვა, თმას როგორ ვივარცხნიდი… დიდი ხანია ამ ისტორიასთან მინდოდა მიბრუნება” – წერს აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი.

Мишель Обама возвращается к своим корням — с гордостью носит косы

ამჯერად, ფოტოგრაფმა მაილს დიგსმა თავის Instagram გვერდზე მიშელ ობამას ნიუ-იორკში, ცათამბჯენების ფონზე გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.ს

სახლის სახურავზე გამართული ფოტოსესიისთვის 61 წლის ობამას Chanel-ის მოწითალო-ნარინჯისფერი კაბა და კლასიკური ფეხსაცმელი აცვია, თმა სადად შეკრული და მარტივი მაკიაჟი აქვს.

picture

picture

აღსანიშნავია, რომ Chanel-ის ეს დიზაინი ახალგაზრდა დიზაინერმა მატიე ბლაგმა შექმნა. ის მასალებისადმი ინოვაციური მიდგომით არის ცნობილი, ხოლო მისი სტილი ელეგანტურობას და თანამედროვე სილუეტებს აწონასწორებს. აღსანიშნავია, რომ მიშელ ობამას წიგნი „The Look“ ქალის იმიჯის ვიზუალური ევოლუციის ხელახლა გააზრების მცდელობა,  ასევე სხვადასხვა დიზაინერთან თანამშრომლობის საინტერესო ისტორია და ზოგადად, მოდის მიმართ სიყვარულის აღიარებაა.

გამოცემაში  მიშელ ობამას ნაამბობის გარდა, მისი სტილისტების, ვიზაჟისტებისა და მეგობრების კომენტარებიცაა.

The Look  მიშელ ობამას საყვარელ ბრენდებზე და ჩვევებზე გვიყვება.

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! მიშელ ობამა მეგან მარკლს სამეფო ოჯახთან ურთიერთობის მოგვარების გზას ურჩევს

სრულად წაკითხვა