#OK! მამამ ექვსი ბილეთი იყიდა, რომ შობა ბორტგამცილებელ ქალიშვილთან ერთად გაეტარებინა

2 hours ago 1

მამა ნებისმიერი პატარა გოგონას ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მამაკაცი და უდარდელი ბავშვობის გასაღებია, ამიტომ განსაკუთრებულ ემოციებს იწვევენ მამები, რომლებიც ყველა ღონეს ხმარობენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, ქალიშვილების გვერდით იყვნენ.

ამერიკელი ჰელ ვონი სწორედ ასეთი მამაა. მან თვითმფრინავის ექვსი ბილეთი იყიდა, რომ შობა თავის ბორტგამცილებელ შვილთან, პირსთან ერთად გაეტარებინა, რომლის ცვლა დღესასწაულს დაემთხვა. მამაკაცმა ორი დღის განმავლობაში ქალიშვილთან ერთად, ყველა დაგეგმილ რეისზე იფრინა.

Отец купил шесть авиабилетов, чтобы быть рядом с дочкой-стюардессой

ეს საოცარი ისტორი ისტორიის შესახებ ფეისბუქზე მამის შემთხვევითმა თანამგზავრმა, მაიკ ლევიმ დაწერა. ფეისბუქ-პოსტი სწრაფად გავრცელდა და 189,000 მოწონება და 38,000-ზე მეტი გაზიარება დააგროვა.

Отец купил шесть авиабилетов, чтобы быть рядом с дочкой-стюардессой

„მე მქონდა ბედნიერება, რომ სახლში დაბრუნებისას ჰელის გვერდით ვმჯდარიყავი. მისი ქალიშვილი, პირსი ჩვენი ბორტგამცილებელი იყო. გოგონას შობა დღეს მუშაობა მოუწია, ამიტომ ჰელმა გადაწყვიტა, შაბათ-კვირა მასთან გაეტარებინა. მან ქალიშვილთან ერთად იფრინა ყველა რეისზე. რა ფანტასტიკური მამაა! ორივეს ძალიან ბედნიერ შობას ვუსურვებ!“ – დაწერა მაიკლ ლევიმ ფეისბუქის პირად გვერდზე.

ცოტა ხნის შემდეგ, პირსმა მისი პოსტი თავისი ფეისბუქის გვერდზე გააზიარა.

„დედა, შეხედე, ჩვენ ეს შევძელით! მადლობა ჩემს იდეალურ ეკიპაჟს. მამა ერთ-ერთ რეისზე პირველი კლასის ადგილზეც კი მოხვდა –  განა ეს საშობაო სასწაული არ არის? განსაკუთრებული მადლობა შესანიშნავ მგზავრ მაიკ ლევის, რომელმაც იმის გაცნობიერებაში დაგვეხმარა, თუ რამდენად შესანიშნავია ეს ისტორია!“ – დაწერა გოგონამ.

ორდღიანი ფრენის შემდეგ, მამა და ქალიშვილი სახლში დაბრუნდნენ ოჯახის სხვა წევრებთან ერთად შობის აღსანიშნავად.

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! კატამ ჩართულ სარეცხ მანქანაში 10 წუთი გაატარა

სრულად წაკითხვა