#OK! ბრაუნის უნივერსიტეტზე თავდასხმის შემდეგ აშშ-მა „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

2 hours ago 2

აშშ „მწვანე ბარათის“ პროგრამას აჩერებს – ამის შესახებ 19 დეკემბერს, აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა განაცხადა.

Министра внутренней безопасности США Кристи Ноэм ограбили во время ужина в ресторане, - CNN – K-News

მომხდარის მიზეზი ბრაუნის უნივერსიტეტში ამტყდარი სროლა გახდა, რომლის დროსაც ორი სტუდენტი დაიღუპა და ათამდე დაიჭრა. ნოემის  განმარტებით, „მწვანე ბარათის“ პროგრამამ მომხდარ ტრაგედიაში ეჭვმიტანილ პირს აშშ-ში ჩასვლის საშუალება მისცა.

„ბრაუნის უნივერსიტეტში სროლაში დამნაშავემ, კლაუდიო მანუელ ნევეშ ვალენტემ 2017 წელს „მწვანე ბარათი“ მიიღო. ეს საშინელი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში არ  უნდა შემოსულიყო. პრეზიდენტ ტრამპის მითითებით, მე დაუყოვნებლივ მივმართე USCIS-ს, შეაჩეროს DV1 პროგრამა, რათა ამ კატასტროფული პროგრამით არცერთი ამერიკელი არ დაზარალდეს“,დაწერა ნოემმა სოციალურ ქსელში.

გავრცელებული ინფორმაციით,  2025 წელს „მწვანე ბარათის“ პროგრამაში თითქმის 20-მა მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ცნობისთვის, ბრაუნის უნივერსიტეტი როდ-აილენდში (ნიუ-იორკის ჩრდილოეთით) მდებარეობს. 13 დეკემბერს, შეიარაღებულმა პირმა უნივერსიტეტის კამპუსში ცეცხლი გახსნა, როდესაც სტუდენტები ეკონომიკის ფინალური გამოცდისთვის ემზადებოდნენ. სროლის შედეგად, ორი სტუდენტი ადგილზე დაიღუპა.  გარდაცვლილები 18 წლის მუჰამედ აზიზ უმურზოკოვი (უზბეკური წარმოშობის აშშ-ის მოქალაქე) და 19 წლის მეორეკურსელი ელა კუკი.

უნივერსიტეტზე თავდამსხმელი 48 წლის პორტუგალიელი ემიგრანტი, კლაუდიო მანუელ ნევეშ ვალენტე აღმოჩნდა. დამნაშავის თითქმის ერთკვირიანი ძებნის შემდეგ, 19 დეკემბერს, პროვიდენსის მერმა ბრედ სმაილიმ განაცხადა, რომ ვალენტე გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციის ცნობით, მან თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც მისი დაპატიმრების ორდერი გაიცა.

Изображение

გავრცელებული ინფორმაციით, ვალენტე ბრაუნის უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტია. ის უნივერსიტეტში 2000 წლის შემოდგომაზე ჩაირიცხა, მაგრამ მხოლოდ სამი სემესტრი ისწავლა, რის შემდეგაც შვებულება აიღო და 2003 წლის ზაფხულში სწავლა მიატოვა. CNN-ის ცნობით, ვალენტემ შეერთებულ შტატებში ლეგალური რეზიდენტობის ნებართვა 2017 წელს მიიღო. ხელისუფლების ცნობით, მას ნასამართლეობა არ ჰქონია.

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! ავღანეთში ოთხი ახალგაზრდა Peaky Blinders-ის სტილის ჩაცმულობის გამო დააკავეს

სრულად წაკითხვა