#OK! ოლივერ რუსტანმა 14 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ Balmain-ი დატოვა

3 hours ago 3

Balmain-ი კრეატიულმა დირექტორმა, ოლივერ რუსტანმა დატოვა, რითიც ფრანგი დიზაინერის პარიზული მოდის სახლში 14-წლიანი მოღვაწეობა დასრულდა.

Balmain-ს რუსტინის მემკვიდრე ჯერჯერობით არ დაუსახელებია, თუმცა, ვარაუდობენ, რომ ბრენდის ახალმა მენეჯმენტი სხვა შემოქმედებით მიმართულებას ირჩევს, ამიტომ დიზაინერთან განშორება გადაწყდა. არადა, ოდესღაც სწორედ რუსტანმა დაუბრუნა Balmain-ს პოპულარობა და მისი შემოსავლები ათჯერ გაზარდა. 25 წლის ოლივერ რუსტანმა თანამდებობა 2011 წლის აპრილში დაიკავა და ივ სენ ლორანის შემდეგ მოდის ინდუსტრიის ყველაზე ახალგაზრდა დიზაინერი გახდა.

„მისმა ხედვამ და შემოქმედებითმა გენიამ Balmain- ი არნახულ სიმაღლეებზე აიყვანა“ – ვკითხულობთ მოდის სახლის განცხადებაში.

მაღალი მოდის სილუეტებისა და როკ-ენ-როლის განწყობის შერწყმით, ასევე სანახაობრივი შოუების მოწყობით ცნობილი რუსტანი პარიზული მოდის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა.

Оливье Рустен впервые рассказал о взрыве в доме, показав свое лицо


„ვამაყობ ყველაფრით, რასაც მივაღწიე და უზომოდ მადლიერი ვარ Balmain-ის გამორჩეული გუნდის და იმ ადგილის, რომელიც ბოლო 14 წლის განმავლობაში ჩემი სახლი იყო. მადლობას ვუხდი ბატონ რაშიდს და მატეოს ურყევი მხარდაჭერისა და ამ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის. ჩემი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე ყოველთვის დავაფასებ ამ განსაკუთრებულ დროს“
– აღნიშნა რუსტანმა პრესრელიზში.

 дизайнер Balmain впервые рассказал, как чуть не погиб год назад и скрывал от мира свои раны | WOMAN

„გულწრფელად მადლობას ვუხდი ოლივერ რუსტანს Balmain-ში მისი განსაკუთრებული წვლილისთვის. მისმა ლიდერობამ მოდის საზღვრების ხელახალი გააზრება მოახდინა და თავისი შემოქმედებითი საქმიანობით, ურყევი ავთენტურობითა და ინკლუზიურობისადმი ერთგულებით მთელი თაობა შთააგონა. ჩვენ უზომოდ ვამაყობთ ყველაფრით, რაც მისი ხელმძღვანელობით იქნა მიღწეული და მოუთმენლად ველით მისი მოგზაურობის შემდეგ თავს, რომელსაც ის  იგივე ვნებითა და სრულყოფილებისადმი ერთგულებით გააგრძელებს“ – აღნიშნა Balmain-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, რაშიდ მოჰამედ რაშიდმა ოფიციალურ განცხადებაში.

Одежду из новой коллекции Balmain похитили в преддверии показа | РБК Life

ბორდოში, სომალელი დედისა და ეთიოპიელი მამის ოჯახში დაბადებული ოლივერ რუსტანი ბავშვობაში ბავშვთა სახლში მიატოვეს და მოგვიანებით ბორდოს მდიდარმა ოჯახმა იშვილა. ის ბორდოში, ESMOD მოდის სკოლაში სწავლობდა, სანამ ფლორენციაში გადავიდოდა და სწავლას რობერტო კავალის დიზაინის სტუდიაში გააგრძელებდა.

День рождения Оливье Рустена в Лос-Анджелесе

ოლივერმა Balmain-ში მუშაობა 2009 წელს დაიწყო. თავდაპირველად, ის ქალის ტანსაცმლის დიზაინის სტუდიის დირექტორად, კრისტოფ დეკარნინის ხელმძღვანელობით მუშაობდა. 2011 წელს ახალგაზრდა დიზაინერმა დეკარნინი შეცვალა, მოდის სახლს როკ-ენ-როლის სექსუალური ენერგია შესძინა და მალე ისეთ ვარსკვლავებს ჩააცვა, როგორებიც არიან კიმ კარდაშიანი, ბიონსე, რიანა და ჯენიფერ ლოპესი. ოლივერმა შექმნა კოსტიუმები პარიზის ეროვნული ოპერისთვის, მაღალი მოდის ჩვენება ჩაატარა და 2022 წელს ჟან-პოლ გოტიეს სახლისთვის მოწვეული დიზაინერის რანგში საუკეთესოდ შეფასებული კოლექცია წარმოადგინა.

День рождения Оливье Рустена в Лос-Анджелесе (фото 7)

День рождения Оливье Рустена в Лос-Анджелесе (фото 5)

„მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა მადლიერება ოლივერის მიმართ მოდის სახლის ისტორიაში ასეთი მნიშვნელოვანი თავის დაწერისთვის. მისი წვლილი მოდის ისტორიაში წარუშლელ კვალს დატოვებს “ – განაცხადა Balmain-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მატეო სგარბოსამ.

შეგახსენებთ, რომ Balmain-ის მოდის სახლი 1945 წელს პიერ ბალმენმა დააარსა  და ის თავიდანვე ინოვაციურ „ახალ ფრანგულ სტილს“ განასახიერებდა.

ქალებისა და მამაკაცებისთვის განკუთვნილი მზა ტანსაცმლისა და აქსესუარების კოლექციების გარდა, მოდის სახლი საერთაშორისო აუდიტორიას  Balmain Beauty ხაზით იზიდავს, რომელიც ბრენდის 1940-იანი და 1950-იანი წლების ლეგენდარული სუნამოებითა და სათვალეების ხაზით არის შთაგონებული.

Balmain Spring-Summer 2025 Fashion Show - YouTube


Balmain
-ს ფუფუნების ჰოლდინგური კომპანია Mayhoola აკონტროლებს, რომელიც კატარის სამეფო ოჯახის საკუთრებაშია და რომელიც ასევე Valentino-ს მოდის სახლს ფლობს.

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! 76 წლის Cher-მა Balmain-ის ჩვენება დახურა (ვიდეო)

სრულად წაკითხვა