EU-მ მხარი უნდა დაუჭიროს ქართველი ხალხს “ოცნების” ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებით – “ევროპელი მწვანეები”

2 weeks ago 5

1

ევროპელ მწვანეთა პარტია საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მკაცრად გმობს საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის მიერ ძალადობრივ პასუხს საპროტესტო აქციებზე, მათ შორის ფიზიკურ თავდასხმებს მომიტინგეებზე, ჟურნალისტებსა და პოლიტიკურ ოპონენტებზე.

“ევროპელი მწვანეები სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და მკაცრად ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ძალადობრივ პასუხს საპროტესტო აქციებზე, მათ შორის ფიზიკურ თავდასხმებს მომიტინგეებზე, ჟურნალისტებზე და პოლიტიკურ ოპონენტებზე. არის კადრები, სადაც ჩანს, რომ ჟურნალისტები შეგნებულად არიან პოლიციელების სამიზნეები და მათ ქუჩებში უგონოდ სცემენ. გარდა ამისა, დაკავებულები და ადვოკატები აცხადებენ, რომ დაკავების ცენტრებში რეპრესიები განსაკუთრებით სასტიკი და სისტემატურია, ძვლების მოტეხილობითა და თვალის დაზიანებებით. ადამიანის უფლებების ამ დაუნდობელმა დარღვევებმა შეძრა ქართულ საზოგადოება და დანარჩენი ევროპა.

ევროპული მწვანეთა პარტიის თანათავმჯდომარე თომას უაიცი: “ეს მიუღებელი სისასტიკე ხაზს უსვამს ეგრეთ წოდებული “ქართული ოცნების” (GD) პარტიის ავტორიტარულ მოქმედებებს. მათი 12 წლიანი მმართველობა გამოირჩეოდა კანონის უზენაესობისა და ძირითადი დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფით, ყოვლისმომცველი კორუფციით და ფართო სახალხო უკმაყოფილებით. ქართველებს სურთ იყვნენ ევროკავშირის ნაწილი და ქართველი ხალხი ქუჩაში ავლენს უზარმაზარ გამბედაობას დემოკრატიისა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვისათვის. ევროკავშირმა მათ მხარი უნდა დაუჭიროს GD-ის ოფიციალურ პირებზე სანქციების დაწესებით, ბალტიის ქვეყნების მიერ გამოცხადებული მიზანმიმართული სანქციების შემდეგ. თუმცა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა უნდა შენარჩუნდეს, რათა უბრალო ხალხი არ დაისაჯოს მათი მთავრობის ქმედებებისთვის.

ევროპის მწვანეთა პარტიის თანათავმჯდომარე მელანი ვოგელი: “ბოლო წლებში საქართველოში მასიური პროევროპული საპროტესტო გამოსვლები ძალიან მკაფიო გზავნილი იყო. ქართველების 70%-ზე მეტი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც ასევე არის საქართველოს კონსტიტუციით დაფიქსირებული მიზანი. ევროპელ მწვანეებს მტკიცედ სწამთ, რომ ჩვენ გვაქვს საერთო მომავალი. 2024 წლის ოქტომბრიდან ევროპის მწვანეთა პარტია ითხოვს დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას საარჩევნო დარღვევების შესახებ ბრალდებებზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ მოქალაქეებს და პროევროპულ ოპოზიციას, რომელიც წინააღმდეგობას უწევს არალეგიტიმურ ხელისუფლებას და ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციის ყურადღებით მონიტორინგს,” – წერია განცხადებაში.

სრულად წაკითხვა