EU-ს წევრობაზე ღირებული საქართველოსთვის არაფერია - ყოფილი ელჩები პეტიციას ავრცელებენ

2 weeks ago 12

საქართველოს ყოფილი ელჩები სოლიდარობას უცხადებენ კოლეგებიდან მათ, რომლებმაც პროტესტის ნიშნად თანამდებობები დატოვეს, იზიარებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამრომლების 28 ნოემბერს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას და მიესალმებიან საქართველოს ახალგაზრდა ელჩების მიმართვას, სადაც წერია, რომ ემიჯნებიან "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას 2028 წლამდე ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით.

ყოფილმა ელჩებმა საერთო განცხადება გაავრცელეს, რომელსაც ხელს აწერენ:

  1. ირაკლი კოპლატაძე
  2. დავით დონდუა
  3. ეკატერინე სირაძე-დელონე
  4. გოჩა ჯავახიშვილი
  5. შოთა ღვინერია
  6. ეკატერინე მაერინგ-მიქაძე.

პეტიციაში, რომელიც ღიაა ხელმოსაწერად, წერია: „ საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაჩერება და უმნიშვნელოვანესი პარტნიორის აშშ-ის მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება, საქართველოს ტოვებს ისეთი რისკების წინაშე, რომლებთან გამკლავება ქვეყანას დამოუკიდებლად არ ძალუძს“.

ყოფილი ელჩების აზრით, მსოფლიოში ამჟამად მიმდინარე პროცესები მანიშნებელია, რომ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები მალე შეიძლება შეჩერდეს. ამას კი, მყისიერად მოჰყვება ევროპის ახალი პოლიტიკური რუკის შექმნა.

„გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ ვინ სად იქნება 2030 წელს, მიიღებენ ახლა და არა 2028 წელს. ამიტომ, კი არ უნდა გავყინოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებები, არამედ გავაათმაგოთ ძალისხმევა, რომ ევროპის ახალ პოლიტიკურ რუკაზე საქართველო სწორ მხარეს აღმოჩნდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში დავბრუნდებით რუსეთის გავლენის სფეროში, საიდანაც თავის დაღწევას ჩვენი შთამომავლები კარგა ხანს ვერ შეძლებენ“, - წერია პეტიციაში.

დიპლომატების განცხადებით, მცდარი არგუმენტია, თითქოს ევროკავშირში დღესვე გაწევრიანება საქართველოს ზოგიერთ პარტნიორთან ურთიერთობაში პრობლემებს შეუქმნის. „არც უსაფრთხოების, არც მატერიალური და არც კულტურული ფასეულობების თვალსაზრისით, ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე ღირებული საქართველოსთვის არაფერია“.

პეტიციის ბოლოს, ხელმომწერები გმობენ დემონსტრანტებზე სამართალდამცველევის ძალადობას.

„არათუ ევროპულ, არანაირ ადამიანურ სტანდარტში არ ჯდება ის სისასტიკე, რასაც საიდენტიფიკაციო ნიშნის არ მქონე შავფორმიანები ავლენენ მომიტინგეების მიმართ. სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ სამშობლოს მომავალს“, - ვკითხულობთ პეტიციაში.

ქართული ოცნების განცხადების შემდეგ, რომ ისინი აჩერებენ ევროინტეგრაციის პროცესს, თანამდებობები დატოვეს:

სრულად წაკითხვა