ID ბარათების დიზაინი შეიცვალა - ახალ პირადობის მოწმობაზე QR კოდს დაიტანენ

1 month ago 19

10 მარტიდან საქართველოში ახალი პირადობისა და ბინადრობის მოწმობები განახლებული დიზაინით გაიცემა. ბრძანება ანრი ოხანაშვილმა იუსტიციის მინისტრის სახელით გამოსცა.

პირადობის მოწმებები კვლავ 10 წლის ვადით გაიცემა. მთავარი სიახლე ისაა, რომ ID ბარათებზე დაიდატენ QR კოდს, რომლიც შესაძლებელს გახდის დოკუემტზე დატანილი ინფორმაციის ონლაინ გადამოწმებას.

ძველიდან ახალ დადგენილებაში გადმოტანიალია დათქმა, რომლის მიხედვითაც, პირადობის მოწმობა შეიძლება შეიცავდეს ნებისმიერი ციფრის კომბინაციას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ერთმანეთის მიყოლებით შეიძლება მოხვდეს სამი ექვსიანი (666XX, X666X, XX666).

ID ბარათების გაცემის დროს მისანიჭებელ ნუმერაციაში ეს შეზღუდვა 2011 წელს ჩაიდო, როცა ლამინირებული ე.წ. ქაღალდის პირადობის მოწმობები ახალი ტექნოლოგიით დამზადებული დოკუმენტით უნდა შეცვლილიყო.

იმის გამო, რომ მოქალაქეთა ნაწილი სამ ექვსიანის კომბინაციას ეშმაკის ნიშნად აღიქვამს, იმდროინდელმა იუსტიციის მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა 2011 წლის 14 ივლისს გამოსცა ბრძანება, რომლითაც პირადობის მოწმობებში ამ კომბინაციების გამოყენება აკრძალა.

სრულად წაკითხვა