2019 წლიდან Jazz à Vienne-ის ყველა გამოშვებას დიდი ანსამბლებით ხსნის.
იგივე მოხდა წლევანდელ ფესტივალზეც.
ფესტივალი გახსნა ერიკ ტრიუფაზმა სიმფონიური პროექტით „Side by Side“, რომელიც მან ალპებისა და ლემანის ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაიფიქრა.
შვეიცარიელი მესაყვირის განსაკუთრებით მრავალფეროვან კარიერაში მუდმივის პოვნა ალბათ მოულოდნელობის ელემენტი იქნებოდა: ერთი პროექტიდან მეორეზე, ერიკ ტრუფაზი ყოველთვის იქ მიდის, სადაც მას ყველაზე ნაკლებად ელოდებიან. ის თავისი შესრულებით ყოველთვის ყველას აოცებს. ეს სიმფონიური ნაწარმოები სახელწოდებით „Side by Side“, რომელიც სპეციალურად Jazz à Vienne-სთვის შეიქმნა, დიდი ხნის ოცნების ასრულების შესაძლებლობას იძლევა, რომელიც მისი სცენაზე გამოსვლის ადრეული მოგონებებიდან იღებს სათავეს, როდესაც 16 წლის ასაკში ჟენევის კოლეჯის ორკესტრთან ერთად იტალიური კონცერტების სერიაში მიიღო მონაწილეობა.
სიმფონიური გატაცებების ადრეულ ეტაპზე დასაკავშირებლად, ის კლასიკურ მუსიკასა და ჯაზს, კომპოზიციასა და იმპროვიზაციას შორის მოძრაობს, გარშემორტყმული საერთაშორისო კვარტეტით (აბდულა მინიავი – ვოკალი, სტეფანო დი ბატისტა – საქსაფონი, ესტრელა ბესონი – ფორტეპიანო და ალექსის ანერილესი – პერკუსია), უნიკალური ფრანკო-შვეიცარიული ანსამბლით, რომელიც სავოის ორკესტრის და ჟენევის კამერული ორკესტრის მუსიკოსებს აერთიანებს, და ანსი-სეინოს დაახლოებით ოცი სტუდენტის მონაწილეობით, რომლებიც ეროვნული „ორკესტრი სკოლაში“ პროგრამით სარგებლობენ. ეს ერიკ ტრუფაზს აძლევს შესაძლებლობას, ახალგაზრდა ნიჭიერ ადამიანებს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სცენაზე შანსი მისცეს.
ტრიუფაზის შემოქმედებისთვის დამახასიათებელი მედიტაციური, კინემატოგრაფიული და ზოგჯერ ელექტრონული ჟღერადობა აქ ფართო სიმფონიურ მასშტაბს იძენს. ნაწარმოებში თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც დაწერილი პარტიტურა, ისე იმპროვიზაცია — კლასიკური ორკესტრი და ჯაზის სოლისტები მუდმივ დიალოგში იმყოფებიან.
საღამო გაგრძედა იტალიელი გამოჩენილი საქაფონისტ სტეფანო დი ბატისტას პროექტ „La Dolce Vita“-თი.
სტეფანო დი ბატისტას კარიერა საფრანგეთში დაიწყო და ჩამოყალიბდა, მიუხედავად ამისა იტალიელ საქსოფონისტს არასოდეს ავიწყდება, რომ ის 1960-იანი წლების ბოლოს რომში გაიზარდა. ოთხი წლის წინ, მას შემდეგ, რაც მან ხელახლა აღმოგვაჩენინა მაესტრო ენრიო მორიკონეს კინომუსიკა, ალბომში „La Dolce Vita“ იგი იკვლევს იტალიურ პოპულარულ მუსიკას.
მდიდარი და შთამბეჭდავი ფრანგულ-იტალიური კვინტეტის ცენტრში ვირტუოზი საქსოფონისტი, რომელსაც ასევე შესანიშნავად შეუძლია იტალიური ლირიზმისთვის თავის მიცემა, სხვებზე უკეთ აცოცხლებს ამ მუსიკალურ კულტურას, რომლის ნაყოფიც თავადაც არის.
“La Dolce Vita”-ს მთელი კონცერტის განმავლობაში, ცეცხლოვანი და ლირიკული სტეფანო დი ბატისტას კვინტეტი მხურვალებასა და ნოსტალგიას შორის მოძრაობს. ჯგუფი ახალ შუქზე აჟღერებს პაოლო კონტეს, ანდრეა ბოჩელის, ლუჩიო დალას მიერ გახმაურებულ თემებს და ასევე პატივს სცემს კომპოზიტორებს, როგორიცაა რენატო კაროსონე და არმანდო ტროვაჯოლი.
პირველივე კომპოზიციიდან, „La vita è bella“, ჩვენ ვტკბებით სტეფანო დი ბატისტას ალტ საქსოფონის იმპულსურობით, მატეო კუტელოს საყვირის ბრწყინვალებით და ფრედ ნარდინის ფორტეპიანოზე დაკვრის სისწრაფით.
განწყობა მკვეთრად იცვლება ბობი სოლოს „Una lacrima sul viso“-ში. ამ სასიყვარულო მელოდიაში ალტი და ფორტეპიანო ნაზი ლირიზმით გამოხატავს თავს, ხოლო სტეფანო დი ბატისტას ბრწყინვალე შესრულება ნაწარმოებს პირვანდელ დიდებას უბრუნებს.
დი ბატისტას კომპოზიცია „Caruso“, რომელიც ეძღვნება დიდ იტალიელ ტენორს ენრიკო კარუზოს, კონცერტის ერთგვარ ემოციურ ფინალად გვევლინება. თუ მთელი პროექტი იტალიური კინოს, პოპულარული სიმღერისა და „dolce vita“-ს ეპოქის მუსიკალური მოგონებების მოგზაურობაა, „Caruso“ ამ მოგზაურობას განსაკუთრებით ლირიკული და ნოსტალგიური განწყობით ასრულებს. სტეფანო დი ბატისტა აქ ინარჩუნებს ორიგინალური მელოდიის დრამატულობას, თუმცა მას ჯაზურ თავისუფლებას, იმპროვიზაციასა და თავისი ალტ-საქსოფონის თბილ, ვოკალურ ჟღერადობას სძენს.
სტეფანო დი ბატისტასთან ერთად სცენაზე იდგნენ: მატეო კუტელო (საყვირი), ფრედ ნარდინი (ფორტეპიანო), დანიელ სორენტინო (კონტრაბასი), ანდრე სეკარელი (დრამი).

4 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·