კითხვის დრო: 2 წთ.
სოპრანო ნათია ბეჟაშვილი “ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსზე კვიპროსის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად“ პირველი პრემიის მფლობელი გახდა:
“მინდა გაგიზიაროთ ჩემი დიდი სიხარული “ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსზე კვიპროსის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად“ I პრემიის მფლობელი გავხდი .
დიდი პატივი იყო მუშაობა კვიპროსის სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელთან, მაესტრო მირონ მიხაილიდისთან, გამოჩენილ კვიპროსელ ბარიტონ კიროს პაცალიდისთან და კონცერტმეისტერ დიმიტრის ვეზიროღლუსთან. გალა-კონცერტს კი დირიჟორობდა მაესტრო იორგოს კუნტურისი.
ორკესტრთან რეპეტიციების პროცესში თითოეული მუსიკოსი ჩემთვის ძალიან ძვირფასი გახდა. მათმა თბილმა, ყურადღებიანმა და პროფესიონალურმა დამოკიდებულებამ საოცარი შემოქმედებითი გარემო შექმნა, რისთვისაც უზომოდ მადლიერი ვარ. ასევე ბედნიერი ვარ, რომ გავიცანი უზომოდ ნიჭიერი ახალგაზრდა კოლეგები.
მადლობას ვუხდი საქართველოს საელჩოს კვიპროსის რესპუბლიკაში და ქალბატონ მარინე ნარჩემაშვილს, რომელიც დაესწრო გალა -კონცერტს.”
გართობა artinfo.ge