National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს

3 weeks ago 12

მეცნიერების თქმით,  ციცინათელების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და ჩვენი თაობა შეიძლება ბოლო იყოს, ვინც მანათობელ მწერებს იხილავს.

ციცინათელა ეკოსისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია. შუქს ქიმიური რეაქციის საშუალებით აწარმოებს, რასაც ბიოლუმინესცენცია ეწოდება.  მათი სინათლის მოლეკულა ლუციფერაზა გამოიყენება გენური ინჟინერიის კვლევებში.

 

National Geographic-ის მკვლევარებმა მათი გაქრობის რისკი შეაფასეს და სამეცნიერო კვლევის საფუძველზე დაყრდნობით, ციცინათელას სახეობების უმრავლესობის გადაშენება ივარაუდეს. მწერის პოპულაციის შემცირებას რამდენიმე ფაქტორი უწყობს ხელს, მათ შორის ურბანული განვითარების გამო ჰაბიტატის დაკარგვა, გარემოს დაბინძურება,  კლიმატის ცვლილება და პესტიციდების არასწორი გამოყენება.

სრულად წაკითხვა