გამოცემის თანახმად, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა სასმლისა და საკვების მწარმოებელმა კომპანიამ კომერციული ურთიერთობა შეინარჩუნა „იმედთან“ მას შემდეგაც, რაც თებერვალში დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები დაუწესა.
„ნესტლე საქართველო“
საქართველოში რეგისტრირებულ „შპს ნესტლე საქართველოს“ შვეიცარიაში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება „სოსიეტე დე პროდუი ნესტლე“ ფლობს.
- „ნესტლე საქართველოს“ გენერალური დირექტორი კი რუსეთის მოქალაქე დმიტრი ალექსეენკოა.
რადიო თავისუფლება ტელეფონით ესაუბრა დმიტრი ალექსსეენკოს, რომელმაც გვითხრა, რომ სათავო ოფისთან კონსულტაციის გარეშე კომენტარს ვერ გააკეთებს.
„ნესტლე“ TI-ის სიაში
ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ სანქცირების შემდეგ, 2026 მარტში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ „ნესტლე“ დაასახელა იმ კომპანიებს შორის, რომლებმაც ტელეარხთან სანქციების მიუხედავად კავშირები შეინარჩუნეს.
„რომელი კომპანიები აფინანსებენ დასანქცირებულ რუსულ პროპაგანდისტულ „იმედსა“ და „პოსტვის“ რეკლამით და ვის ემუქრება მეორადი სანქციები“? - ასეთი სათაურით გამოაქვეყნდა TI-მ პუბლიკაცია 25 მარტს.
„ბრიტანული სანქციები, ტელევიზიების მიერ რეკლამიდან შემოსავლის მიღებასაც ზღუდავს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ ჩატარებულმა მედიამონიტორინგმა აჩვენა, რომ პროპაგანდისტული არხების სარეკლამო დროებს ათობით ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდი ყიდულობს“, - ეწერა პუბლიკაციაში.
ასეთ კომპანიებს შორის „ნესტლეც“ იყო დასახელებული.
„როგორც ჩანს, „ნესტლე“ „იმედის“ საშუალებით აგრძელებდა ისეთი ბრენდების რეკლამირებას, როგორიცაა „ნესკაფეს“, „ნესკაფეს გოლდის“ და „ნესკვიკი“ - წერს გამოცემა City A.M-ი.
ინფორმაცია განახლდება

3 days ago
13







English (US) ·
Georgian (GE) ·