#OK! გამოსავალი არსებობს

1 month ago 32

დამოკიდებულება სხვადასხვა მავნე ჩვევების მიმართ დღევანდელი რეალობის ყველაზე გავრცელებული და სერიოზული პრობლემაა, რაც ხელს უშლის ჩვენს პიროვნულ ზრდასა და საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას. სწორედ ამ პრობლემებთან საბრძოლველად 5 წლის წინ დაფუძნდა პირველი სარეაბილიტაციო ცენტრი „გამოსავალი“, რომელიც მოიცავს პიროვნული ზრდის კურსს, ფსიქოლოგის ჯგუფურ და ინდივიდუალურ თერაპიებს, თამაშდამოკიდებულთა კურსს, ფსიქიატრის კონსულტაციას… ცენტრი წლებია ლიდერობს დამოკიდებულების სფეროში, როგორც რეაბილიტაციის, ასევე ინფორმირებულობისა და პრობლემის შემცირების მიმართულებით. რაც შეეხება გუნდს, დაკომპლექტებულია წამყვანი, გამოცდილი სპეციალისტებით. „გამოსავალის“ დღის ცენტრში დამოკიდებულებების გარდა ხდება თითქმის ყველა სხვა მენტალურ პრობლემაზე მუშაობა, რაზეც უფრო ვრცლად ცენტრის პროგრამული ხელმძღვანელი, ზაზა კალანდარიშვილი გვიამბობს, ასევე საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებენ მარიამ ნადირაძე და მარტა ბარამიძე.

ბატონო ზაზა, გაგვაცანით სარეაბილიტაციო ცენტრი „გამოსავალი“. რა არის ცენტრის მიზანი და საიდან გაჩნდა დაფუძნების იდეა?

მინდა გაგაცნოთ პირველი სარეაბილიტაციო ცენტრი „გამოსავალი“ საქართველოში, რომელიც 2019 წლიდან ოპერირებს და რომლის მიზანიც არის დამოკიდებულების მქონე ადამიანების დახმარება. დაფუძნების იდეა გაჩნდა დამფუძნებლის პრობლემიდან გამომდინარე, რომელსაც ასევე ჰქონდა დამოკიდებულების პრობლემა. საზღვარგარეთ გაიარა სარეაბილიტაციო კურსი, ამ დროს საქართველოში მსგავსი სერვისი არ არსებობდა, შესაბამისად, გაუჩნდა იდეა, რომ ამ ტიპის სარეაბილიტაციო ცენტრი დაეფუძნებინა ჩვენს ქვეყანაშიც, რათა რეალური შესაძლებლობა მიეცა ნარკო, ალკო და თანადამოკიდებული ადამიანებისთვის, დაეძლიათ პრობლემა.

ვისთვის არის გამოსავლის სერვისები განკუთვნილი? რა სახის მენტალურ პრობლემებს შველით?

„გამოსავლის“ სერვისები განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრობლემები და ამ მოხმარებით გამოწვეული ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, სოციალური და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები. ასევე, შეგვიძლია დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვისაც აქვს პიროვნული ზრდის, ურთიერთობების, ემოციური მიჯაჭვულობის პრობლემა და ზოგადად ოჯახები, რომელთაც აქვთ ტოქსიკური დამოკიდებულებების პრობლემები.

დღეს ცენტრში მკურნალობენ ნებისმიერი სახის დამოკიდებულებას. პროგრამა იმგვარად არის შედგენილი, რომ ბენეფიციარები მოდიან განსაზღვრული დროით, ხუთ საათს ატარებენ ცენტრში, ესწრებიან ლექციებს, სესიებს, კინოჩვენებებს, წერენ დავალებებს, აზიარებენ პრობლემებს, მონაწილეობენ არტთერაპიაში, ტრენინგებსა და სპეციალურ სავარჯიშოებში – რომლებიც ეხმარება მათ პრობლემის გაცნობიერებაში, სწავლობენ პრობლემების გადალახვას და იძენენ ახალ ცოდნას.

შედეგებიც გაგვიზიარეთ.

„გამოსავალს“ აქვს იმის რესურსი, დაეხმაროს ამ პრობლემის მქონე ადამიანებს, რაზეც შედეგებიც არ აყოვნებს და ნათლად აისახება.

რაც შეეხება სტატისტიკას, ბენეფიციარებმა, ვინც მინიმალური 3-თვიანი კურსი გაიარა, საუბარია სტაციონარზე, რა თქმა უნდა, მათი 45% დღემდე აგრძელებს გამოჯანმრთელებას და აქ იგულისხმება 6, 9 თვე, 1 წელი და ზევით, რემისიის პერიოდები. ასევე, ვინც გაიარა პირველი 3-თვიანი სარეაბილიტაციო პროგრამა და მეორე პოსტსარეაბილიტაციო ეტაპი, მათი 71% კვლავ გამოჯანმრთელებული რჩება.

მარიამ ნადირაძე (მსახიობი): „გამოსავალში“ მოსვლა გადავწყვიტე იმიტომ, რომ ძალიან დიდი ხანია შევიტყვე ამ სარეაბილიტაციო ცენტრის შესახებ. პირველად ვნახე ვიდეო, რომელიც პიროვნულად ძალიან შემეხო. სწორედ ამ დღიდან გამიჩნდა სურვილი, მეც გამევლო კურსი, მაგრამ მუდმივად სამომავლო გეგმებში მოვიაზრებდი მანამდე, სანამ იმ წერტილამდე არ მივედი, რომ საკუთარ თავს ვერაფრით ვეღარ ვშველოდი. მუდმივად გაღიზიანებული ვიყავი, მქონდა ავადმყოფობის და მომავლის შიშები, რაც აისახებოდა ცხოვრების ხარისხზე, ჩემს შვილთან ურთიერთობაზე, პროფესიაზე, გარემოსთან დამოკიდებულებაზე. ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ კარგად ვყოფილიყავი, მაგრამ აღარ გამომდიოდა. მივხვდი, რომ დრო იყო, „გამოსავალში“მივსულიყავი.

ცენტრის შესახებ ბევრი რამ ვიცოდი, რადგან ჩემ გარშემო ბევრ ადამიანს დაეხმარა, შესაბამისად, უამრავი რეკომენდაცია მქონდა მოსმენილი, როგორც თანადამოკიდებულების შესახებ, ასევე პიროვნული ზრდის კურსის შესახებ.

შედარება მინდა გავაკეთო, „გამოსავალში“ მოსვლამდე „დაკუჭული ქაღალდივით“ ვიყავი, რესურსებიც მწირი იყო, ახლა გავდივარ კურსს და სწორდება ეს ქაღალდი, შემოდის სიმშვიდე, რწმენა, მადლიერება, გაბედულება. ამ დროს იაზრებ, რამდენად დიდი რესურსი აქვს ადამიანს. ძალიან საინტერესო პროცესია, ბევრი დაკვირვება გიწევს ყველაფერზე. გული და სხეული ერთიანდება და ის, რაც თეორიულად ვიცოდით ჩვენი შესაძლებლობების შესახებ, რეალური ხდება.

მარტა ბარამიძე (ჟურნალისტი/პროდიუსერი): გამოსავლამდე ვიღაცისთვის შეიძლება მცირე, მაგრამ ჩემთვის დიდი გზა განვვლე. „გამოსავალში“ კი სწორედ გამოსავლის ძიებამ მიმიყვანა… ცხოვრებაში განვლილი არაერთი ქარტეხილის მიუხედავად, სადღაც ვხვდებით, რომ ვართ სუსტები, რაღაც გვჯობნის, ვეღარ ვხედავთ საკუთარ თავს ისე, როგორც ამას ადრე წარმოვიდგენდით, ხდება ისე, რომ ამას ვერც აცნობიერებ, თითქოს ღრმად ეშვები ჭაობში, სადაც უკვე იქ ფესვგადგმული მცენარეები გეჭიდებიან, არც წინააღმდეგობის ძალა და აღარც სურვილი გაქვს… ეს იყო ჩემთვის დამოკიდებულება…

დამოკიდებულება, რომელიც თითქოს უწყინრად, დარდის გადაყოლებისა და გართობის მიზნით, ხშირ ალკოჰოლურ ინტოქსიკაციაში გადაიზარდა… კი, გულწრფელად მივყვებოდი, მივდიოდი იქ, სადაც მითრევდა ეს მდგომარეობა, რადგან ყველაფრის სურვილი, უბრალოდ, გამქრალი იყო.. ყველაზე რთული კი იმის ახსნა იყო, რომ ვერავის გამო ამას ვერ ცვლი, ვერავის უდიდესი სიყვარულის მიუხედავად ამას ვერაფრით ერევი, რადგან, პირველ რიგში, შენ „საკუთარი თავი არ გიყვარს“… მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში შედარებით სხვა წარმოდგენები არსებობს, რომ თითქოს დამოკიდებულ ადამიანს საკუთარი თავის გარდა არავინ ადარდებს, გიფიქრიათ, ეს მართლა ასე რომ იყოს? საზოგადოების ეს დამოკიდებულება ჩემთვის სტერეოტიპულია, რადგან ეს არის დაავადება და საზოგადოების მიდგომების შესაცვლელად ვფიქრობ, თითოეული დამოკიდებული ან თანადამოკიდებული ადამიანის როლი უმნიშვნელოვანესია…

ცენტრის შესახებ არაერთხელ მსმენია, თითქმის სულ ინტერნეტით მიმიღია ინფორმაცია, შემდეგ უკვე მე თვითონაც გავხდი ამ ინფორმაციის მაძიებელი, რადგან ვეძებდი „გამოსავალს და ვიპოვე გამოსავალი“. თითქოს სახელიც ისეთი აქვს, აი, იმედგადაწურულ ადამიანსაც კი დააფიქრებს, მოდი, ვცდი და კიდევ ერთ შანსს მივცემ საკუთარ თავსო. ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო, გამოსავალმა მიპოვა მე და მე ვიპოვე ის… პირველი დღეების გახსენება არც მინდა, სევდით დახუნძლული რომ მივედი და თან ვშიშობდი, ვაი და, ესეც არაფრის მომცემი იყოს-მეთქი. შემდეგ, საკუთარ თავს ვუთხარი – უბრალოდ, უსმინე და მიჰყევი, აი, უბრალოდ, ბევრი არ იფიქრო, ბევრი არ იმსჯელო, მოეშვი… ღრმად ჩავისუნთქე, ამოვისუნთქე და დავრჩი. გამოსავალს რეალურად ხომ ვერავინ გაპოვნინებს საკუთარი თავის გარდა, რადგან ვინც ყველაზე კარგად იცნობს მას, ხარ შენ!.. ამიტომ ყველაფერი სრულიად გულწრფელი აღიარებით იწყება და ყოველდღე ხვდები, რა მარტივი ყოფილა საკუთარ თავთან ერთად ცხოვრება მაშინ, როდესაც ხარ გულწრფელი. ეს არ არის რაღაც მკაცრი წესების დაწესებულება ან გამოსასწორებელი ცენტრი, ეს არის სივრცე მათთვის, ვინც რეალურად ეძებს გამოსავალს, ვისაც გულწრფელად სურს საკუთარ თავთან, რეალობასთან ერთად ცხოვრება და არა სხვადასხვა გზით გაქცევა. სადამდე გაიქცევი? ოდესღაც ხომ მაინც დაგიდგება ის მომენტი, როდესაც მიხვდები, რომ ისე დაიღალე, ისე დაიღალე, თითქოს კუნთების ატროფიამდე ხარ ამ სირბილის შედეგად მისული, ამიტომ დრო, რომელსაც აძლევ საკუთარ თავს, ეს არის შანსი, კიდევ ერთი შანსი და ცხოვრების საჩუქარი…

მე მივეცი დროს დრო, ადამიანებმა, ვინც „გამოსავალშია“, მე მომცეს დროც, ენერგიაც, სტიმულიც და მაქვს შეგრძნება, თითქოს გზას მივუყვები, რომლის თითოეული ბილიკი კიდევ უფრო მეტი თავგადასავლით, ხალისითა და სიყვარულით არის სავსე, რადგან გამოსავალმა თევზი კი არ მომცა, არამედ მასწავლა გზა, როგორ დამეჭირა თავად თევზი, მომცა ანკესი იმ ინსტრუმენტების სახით, რომლითაც მე და არაერთი იქ მყოფი ადამიანი უმკლავდება დაავადებას, იწყებს მის შეცნობას, მასთან ერთად ცხოვრებას… მე არ ვწყვეტ თერაპიას, ეს არ არის რაღაც ანტიბიოტიკის მსგავსი კურსი, ეს არის გზა, რომელსაც პრინციპულად, შენს დაავადებასთან ერთად „მხოლოდ დღეს“ პრინციპით უძღვები…

ტელ: 596 03 60 60

მისამართი: ბაქრაძის ქ.9 (ვერა)

FB: გამოსავალი.gamosavali

სრულად წაკითხვა