#OK! კოტესი – Chase the Sun, Wear the Style

2 weeks ago 7

„კოტესი“ ქართულ-ესპანური კოლაბორაციით შექმნილი ქალის აქსესუარების ბრენდია, რომლის უნიკალურ დიზაინზეც ქართველი და ესპანელი დიზაინერები მუშაობენ. მათი საქმიანობის ძირითადი მიზანი იყო შეექმნათ ბრენდი, რომელიც იქნებოდა თავდაჯერებულობის, კრეატიულობისა და მარადიული ელეგანტურობის სიმბოლო.

K  – Kindness (კეთილგანწყობა)

O – Originality (ორიგინალურობა)

T  – Timelessness (მარადიულობა)

– Elegance (ელეგანტურობა)

– Style (სტილი)

  – Inspiration (შთაგონება)

ეს ის ჩამონათვალია, რაც ქმნის „კოტესის“ მთლიან ფილოსოფიას. ეს არის ბრენდი, რომელიც ქალის ინდივიდუალურობას უსვამს ხაზს. „კოტესის“ მიზანი არის არა მხოლოდ დახვეწილი აქსესუარების შეთავაზება, არამედ ქალის თვითგამოხატვისა და მისი უნიკალურობის წახალისება. მზე, რომელიც გვხვდება ბრენდის ლოგოში – სრულყოფილად  გამოხატავს მის მიზანს და მისიას – რადგან მზის სიმბოლო განასახიერებს ენერგიას, სინათლესა და ბრწყინვალებას, ხოლო ბრენდის სლოგანი – „Chase the Sun, Wear the Style“ – „აედევნე მზეს, ატარე სტილი“ არის გზავნილი ქალებისთვის, რომ მუდამ უნდა კაშკაშებდნენ და იყვნენ გამორჩეულები. მართალია, „კოტესი“ ბაზარზე არცთუ ისე დიდი ხანია რაც გამოჩნდა, მაგრამ ძალიან მალე მოახერხა მომხმარებლის დაინტერესება.

„კოტესი“ საზოგადოებას სთავაზობს ქალის აქსესუარების მრავალფეროვან არჩევანს, რომელიც ერგება ყველა გემოვნებისა და ასაკის მანდილოსანს. ბრენდის განსაკუთრებულობა და უნიკალურობა კი მდგომარეობს იმაში, რომ თითქმის ყველა აქსესუარი მრავალფუნქციურია. მაგალითად, სამაჯურში ტუჩის ბალმი და სარკე ისე იდეალურად არის დამალული, რომ აქსესუარი ფუნქციასაც იძენს. შეგიძლიათ განაახლოთ თქვენი მაკიაჟი ნებისმიერ სიტუაციაში და იყოთ მუდამ ფორმაში. ასევეა მულტიფუნქციური სილიკონის ქამარი, რომელიც შეგიძლიათ სამაჯურადაც და ყელსაბამადაც გამოიყენოთ; კოსმეტიკის ჩანთა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც თქვენი პირადი ნივთებისთვის, ასევე სრულიად უსაფრთხოა საკვებისა და სნექების შესანახად. „კოტესი“ მომხმარებელს აძლევს შეუზღუდავ თავისუფლებას, თვითონ შექმნას თავისი ინდივიდუალური სტილი.

ბრენდი ახალ წელს პირველად აღნიშნავს. შესაბამისად, ეს მეტად მნიშვნელოვანი პერიოდია. სწორედ ამიტომ, მომხმარებლებს დახვდებათ ექსკლუზიური შეთავაზებები, საჩუქრები და სიურპრიზები. ბრენდისთვის მნიშვნელოვანია ახალი წლის განწყობა, ჯადოსნური თავგადასავლები და ემოციები. ახალი წლის ღამეს სურვილები და ოცნებები ნამდვილად ხდება.

რედაქტორის რჩეული საჩუქარი „კოტესის“ ექსკლუზიური აქსესუარია – სამაჯური და ყელსაბამი ტუჩის ბალმითა და სარკით. სამაჯური/ყელსაბამი დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან, 18კ-ით – მოოქრული, რაც გამორიცხავს ფერის ცვალებადობას, არის წყალგამძლე და ჰიპოალერგიული. სამაჯური და ყელსაბამი უხდება ნებისმიერ ლუქს და ხდის მას განსაკუთრებულსა და ორიგინალურს. მასში მოთავსებული ტუჩის ბალმი კი შეიცავს SPF 30-ს, რაც უზრუნველყოფს ტუჩების მუდმივ დატენიანებასა და დაცვას. ყურადღება მინდა გავამახვილო შეფუთვაზე – აქსესუარის დახვეწილი ვიზუალი იდეალური საჩუქარია ნებისმიერი ქალისთვის. მისი ორიგინალური სასაჩუქრე შეფუთვა კი საჩუქრების გადაცემის პროცესს უფრო სასიამოვნოსა და დასამახსოვრებელს ხდის.

ბრენდი სამომავლოდ ბევრ სიახლესა და სიურპრიზს გიმზადებთ. უკვე დაწყებულია მუშაობა ახალ კოლექციაზე, რომელშიც გაერთიანებული იქნება განსხვავებული დიზაინი, თანამედროვე ტენდენციები და მაღალი ხარისხის მასალები, რათა მომხმარებლებს მხოლოდ საუკეთესო და ინოვაციური პროდუქტები მიაწოდოს.

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

სრულად წაკითხვა