#OK! ლიამ პეინი დაკრძალეს – მომღერალს ჯგუფის წევრები და მეგობრები ემშვიდობებიან

1 month ago 16

ლიამ პეინი, რომლის სიკვდილმაც მთელი მსოფლიო შეძრა, გუშინ უკანასკნელ გზაზე გააცილეს… დაკრძალვის ცერემონია არტისტის სამშობლოში, ინგლისში გაიმართა.

დაკრძალვის ცერემონია საჯარო არ ყოფილა – მას მხოლოდ მომღერლის ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლო გარემოცვა დაესწრო, მათ შორის იყო პეინის შეყვარებული ქეით კესიდი. ცერემონიის დაწყებამდე კი, პოლიციამ ეკლესიამდე მისასვლელი გზა გადაკეტა. შეზღუდვის მიუხედავად, ამერშამში მდებარე წმინდა მარიამის ეკლესიასთან, მუსიკოსის ხსოვნის პატივსაცემად თავი მისმა გულშემატკივრებმა მაინც მოიყარეს.

დაკრძალვაზე არაერთი ვარსკვლავი, მათ შორის: საიმონ კოუელი და ჯეიმს კორდენი იმყოფებოდა. ცერემონიაზე დააფიქსირეს შერილ კოულიც, რომლისგანაც პეინს ერთადერთი ვაჟი დარჩა.

შემსრულებლი უკანასკნელ გზაზე One Direction-ის წევრებმაც გააცილეს. თანაჯგუფელის ხსოვნას პატივი ჰარი სტაილზმა, ზეინ მალიკმა, ნაილ ჰორანმა და ლუის ტომლინსონმა მიაგეს.

შეგახსენებთ, რომ ლიამ პეინი 16 ოქტომბერს, 31 წლის ასაკში ბუენოს-აირესის ერთ-ერთი სასტუმროს მესამე სართულის აივნიდან გადმოვარდა. ის ადგილზე გარდაიცვალა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება, ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა. ამ ეტაპზე დაკავებულია 3 პირი.

ლიამ პეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჯგუფის წევრებმა სოციალურ ქსელში საერთო განცხადება გაავრცელეს – “ჩვენ სრულიად განადგურებულნი ვართ ლიამის გარდაცვალებით. დაგვჭირდება გარკვეული დრო იმისათვის, რომ გადავიტანოთ ძმის დაკარგვით გამოწვეილი მწუხარება, ძმის, რომელიც ძალიან გვიყვარდა … კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ ლიამის ოჯახს, მეგობრებსა და თაყვანისმცემლებს. საშინლად მოგვენატრები, გვიყვარხარ ლიამ.”

ლიამ პეინი 16 ოქტომბერს, ბუენოს აირესში, ერთ-ერთი სასტუმროს აივნიდან გადმოვარდნისას გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK! One Direction-ის ყოფილი წევრი, ლიამ პეინი გარდაიცვალა

#OK! ლიამ პეინის გარდაცვალების საქმეზე სამი პირი დააკავეს

#OK! საზარელი სურათი ლიამ პეინის გარდაცვალების ადგილიდან

სრულად წაკითხვა