#OK! მრავალპროფილური კლინიკა „ინოვა“

1 month ago 50

მრავალპროფილური კლინიკა „ინოვა“ 2015 წელს დაარსდა და მალევე მოახერხა საზოგადოების ნდობის მოპოვება და კონკურენტუნარიან ბაზარზე ადგილის დამკვიდრება. ეს ყველაფერი კი თანამედროვე სტანდარტების, აპარატურის, უმაღლესი სამედიცინო მომსახურებისა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალთა გუნდის დამსახურებაა. „ინოვას“ გუნდის თითოეული წევრი ორიენტირებულია პაციენტზე. ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა კი განაპირობებს მათ შორის ნდობის ჩამოყალიბებას, რაც უზრუნველყოფს სამედიცინო შემთხვევის წარმატებულ მართვასა და გამოსავალს. ჟურნალი OK! გაგაცნობთ კლინიკა „ინოვას“ ექიმებს.

გოჩა ჩუტკერაშვილი, ნეიროქირურგი; მედიცინის დოქტორი, პროფესორი, „ინოვას“ კლინიკური დირექტორი: ექიმობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, ეს ნიშნავს, რომ შენ მხოლოდ შენს თავს არ ეკუთვნი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოწოდებით იყო ექიმი და არამხოლოდ დიპლომით.

2015 წელს მეგობრებმა, იმ ადამიანებმა, რომლებიც საქართველოში ერთ-ერთ წამყვან სპეციალისტებად მივიჩნეოდით ჩვენს პროფესიაში, გადავწყვიტეთ შეგვექმნა მაღალი სტანდარტების კლინიკა. „ინოვა“ დაფუძნდა წამყვანი ექიმებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების თანაპარტნიორობის შედეგად. ჩვენი მიზანი საზოგადოებისთვის სამედიცინო სფეროში საუკეთესო სერვისის მიწოდება იყო. სამკურნალო პროცესს ექიმები საკუთარი პროფესიონალიზმის გათვალისწინებით წარვმართავთ და გადაწყვეტილებების მიღებაში ბიზნესსფეროს თანადამფუძნებლები არ ერევიან. „ინოვა“ ორიენტირებულია პაციენტსა და ექიმს შორის ნდობის ჩამოყალიბებაზე, რაც უზრუნველყოფს სამედიცინო შემთხვევის წარმატებულ მართვასა და გამოსავალს. ჩვენი დიდი სურვილია, პაციენტებისთვის ვიყოთ საიმედო და სანდო კლინიკა.

კლინიკა არის გერმანული მოდელით აშენებული და აღჭურვილია უახლესი, თანამედროვე სტანდარტების აპარატურით. ჩვენთან ყველა სპეციალისტს დასავლური განათლება აქვს მიღებული ან სტაჟირება – ევროპის ან ამერიკის სხვადასხვა კლინიკაში გავლილი.

გარდა ამისა, „ინოვა“ მაქსიმალურად ორიენტირებულია შემოიტანოს მხოლოდ მაღალი ხარისხის სამკურნალო საშუალებები. „ინოვა“ ISO 900-ის სერტიფიკატისა და „გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების“ (ESGO) აკრედიტაციის მფლობელია.

ირაკლი თოდუა, გინეკოლოგი, ონკოქირურგი; მედიცინის დოქტორი (საფრანგეთი); გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) არჩეული ექსპერტი: ექიმი არის თანამედროვე საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი წევრი, რადგან გავლენა აქვს საზოგადოების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ეს პროფესია არის ძალიან საპასუხისმგებლო და დელიკატური, მოითხოვს მაღალ ეთიკურ სტანდარტებს. ექიმის მთავარი მახასიათებელია კეთილსინდისიერება, ემპათია და სწორი კომუნიკაცია პაციენტებთან. ამასთანავე, მას უნდა ჰქონდეს მაღალი პროფესიული უნარ-ჩვევები და ღრმა პროფესიული ცოდნა. კვალიფიკაციის ასამაღლებლად აუცილებელია მუდმივი სწავლა, წვდომა დარგის სიახლეებთან, ურთიერთობა კოლეგებთან მსოფლიოს მასშტაბით. საერთაშორისო კონგრესებზე დასწრების გამოცდილება ამ პროფესიის მქონე ადამიანისთვის აუცილებელია. დაბოლოს, ექიმმა უნდა შეძლოს საკუთარი გამოცდილებისა და ცოდნის გაზაირება ახალგაზრდა თაობისთვის.

კლინიკა „ინოვას“ გინეკოლოგიური განყოფილება არის ძალიან აქტიური. ჩვენ გვაქვს დიდი ქირურგიული დატვირთვა, წელიწადში ვატარებთ 1 800 ოპერაციას. ჩვენი განყოფილება სერტიფიცირებულია გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების მიერ, რაც დასტურია იმისა, რომ ჩვენთან მოსულ პაციენტს შეუძლია დასავლური, მაღალი სტანდარტების შესაბამისი მკურნალობის მიღება. ვატარებთ გინეკოლოგიური ოპერაციების მთელ სპექტრს. რასაკვირველია, განყოფილებაში არის ლაპარასკოპიული ქირურგია, მცირე ინვაზიური და ონკო-გინეკოლოგიური ქირურგია.

10 წლის წინ, როცა კლინიკა „ინოვა“ დაფუძნდა, მაშინდელ რეალობაში ეს იყო ერთ-ერთი უნიკალური მოვლენა, რადგან თავად ექიმებმა მოახერხეს მობილიზება და შექმნეს კლინიკა, სადაც თავად შეძლებდნენ მუშაობას და საზოგადოებისთვის მაღალი სტანდარტების შეთავაზებას. სასიხარულოა, რომ „ინოვამ“ შეძლო მოწინავე პოზიციების მოპოვება. ეს განაპირობა მაღალმა სტანდარტებმა და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმმა.

ქეთევან ოსიძე, Innova Invitro/ინოვა ინ ვიტრო-ს დირექტორი, ექიმი-რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი: ჩემთვის ექიმობა არის საოცარი შესაძლებლობა, შევცვალო ადამიანების ცხოვრება. ჩვენი სფერო განსხვავდება მედიცინის სხვა სფეროებისგან. უშვილობა არ არის დაავადება, ეს უფრო მდგომარეობაა, რომელიც მთლიანად განსაზღვრავს წყვილის ფიზიკურ, ფსიქოემოციურ და სოციალურ მდგომარეობას. დიდი გამოწვევა და ბედნიერებაა, როცა უმეტეს შემთხვევაში შეგვიძლია ამ პრობლემის აღმოფხვრა. მრავლობითში იმიტომ ვსაუბრობ, რომ ჩემი პირდაპირი მოვალეობების გარდა, ვიტვირთე მთელი სამსახურის გამართვა და ორგანიზება ისეთი სტანდარტებით, როგორიც მიმაჩნია საჭიროდ და სამაგალითოდ. გამიმართლა, რომ ბევრი კლინიკის და ქვეყნის მოდელი ვნახე შიგნიდან, როგორ არის უზრუნველყოფილი საუკეთესო რეპროდუქციული სერვისების მიწოდება და „ინოვაში“ ამის განხორციელების შესაძლებლობა მომეცა.

კლინიკა „ინოვას“ გახსნიდან 1 წელიწადში შემომთავაზეს ინ ვიტრო განაყოფიერების განყოფილების გახსნა. ასეთი გუნდისგან ამ შეთავაზების მიღება დიდი პატივი იყო, ინფრასტრუქტურულად ყველა გეგმის რეალიზაციის შესაძლებლობამ კი ადვილად გადამაწყვეტინა ამ პროექტის ხელმძღვანელობა.

Innova Invitro/ინოვა ინ ვიტრო-ს მთავარი უპირატესობა ჩვენი სპეციალისტები, მათი გამოცდილება და შედეგებია. თავიდანვე ორიენტაცია გვქონდა საერთაშორისო სტანდარტებსა და კავშირებზე, ამიტომ კლინიკა გაიხსნა მსოფლიოში უდიდეს კომპანიასთან (ესპანური კლინიკების ქსელი კომპანია IVI გარდაიქმნა საერთაშორისო ესპანურ-ამერიკულ კონგლომერატად IVI RMA Global) თანამშრომლობით. ჩვენი ემბრიოლოგიის სამსახურს მთელი ამ 7 წლის განმავლობაში უძღვებიან მათი ემბრიოლოგები. თანამშრომლობა იმდენად ეფექტური და პროდუქტიულია, რომ სალაპარაკო გახდა როგორც იქ, ისე აქ, ჩვენს სოციუმში.

ჩვენი გამოცდილებისა და ემბრიოლოგიური სამსახურის ხარისხის გარდა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს დიაგნოსტიკური და ქირურგიული ჩარევის სრული მასშტაბით მომსახურების გაწევის შესაძლებლობას. კლინიკა კვლავაც აგრძელებს დიაგნოსტიკის და მკურნალობის ახალი მიდგომებისა და სტანდარტების თბილისში დამკვიდრებას. გარდა ყველაზე რთული პროცედურებისა, როგორიც არის ინ ვიტრო განაყოფიერების სხვადასხვა ტიპი, გენეტიკური კვლევები, ანდროლოგიური სამსახური სრული მოცულობით ასრულებს გინეკოლოგიური პათოლოგიების სრული სპექტრისა და ორსულობის მართვას.

მეამაყება ექიმების, ემბრიოლოგების, ექთანების, მენეჯერების გუნდის, რომელიც ჩემთან ერთად მუშაობს. საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ ჩვენი ცოდნითა და გამოცდილებით მხოლოდ წყვილს კი არა, საზოგადოებას და ქვეყანას ვემსახურებით.

ირაკლი ჭელიშვილი – ნეიროქირურგი; მედიცინის დოქტორი, პროფესორი, კლინიკა „ინოვას“ ნეიროქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი: იყო ექიმი, ნიშნავს, ცხოვრების უმეტესი ნაწილი გაატარო სხვა ადამიანების პრობლემებზე ფიქრსა და მათზე ზრუნვაში.

„ინოვაში“ დაარსების დღიდან ყველაზე დიდ ყურადღებას ვანიჭებდით ექიმების კვალიფიკაციას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი გუნდი პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული. „ინოვას“ ნეიროქირურგიული დეპარტამენტი პაციენტებს სთავაზობს ნეიროქირურგიის მთლიან სპექტრს. ჩვენს ნეიროქირურგიულ დეპარტამენტში მუშაობს 8 ნეიროქირურგი, მომზადება პრაქტიკულად ყველამ გერმანიის კლინიკაში გაიარა. ჩვენი გუნდი მაქსიმალურად უზრუნველყოფს პაციენტებისთვის მაღალი სტანდარტის მომსახურების მიღებას.

რამაზ აღლემაშვილი, ორთოპედ-ტრავმატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი; ევროპის ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის წევრი: ექიმობა, უპირველესად, პასუხისმგებლობაა იმ ადამიანების მიმართ, ვინც საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას განდობს.

კლინიკა აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით, მთელი განვითარება ეფუძნება ევროპულ სტანდარტებს. ამასთანავე, ჩვენი დეპარტამენტის წევრებს გავლილი აქვთ სწავლება გერმანიაში, საფრანგეთსა და ბრიტანეთში. მაღალკვალიფიციურობა აისახება პაციენტის მოვლას, ზრუნვას, მკურნალობასა და მასთან კომუნიკაციაში.

აღსანიშნავია, რომ პირველად პოსტსაბჭოთა სივრცეში, ჩვენთან დაინერგა და ჩატარდა მხრის სახსრის რევერსიული, კოჭ-წვივისა და იდაყვის სახსრების ენდოპროთეზირებები. ეს ოპერაციები დღემდე კლინიკაში უდიდესი წარმატებით ტარდება.

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: მაკა მეგრელიძე, ალექსეი სეროვი

სრულად წაკითხვა