#OK! პარიკების ოთახი – ნატურალური თმისაგან დამზადებული პარიკების მრავალფეროვანი არჩევანი

1 month ago 17

,,პარიკების ოთახი’’ ორი დის – გვანცა და თეო ინასარიძეების წამოწყებაა. მიზანი იმ ადამიანების დახმარება იყო, ვისაც თმის ცვენის პრობლემა აწუხებს. დადგენილია, რომ მძიმე ალოპეციის მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდი პარიკის ტარებაა, რადგან მას შეუძლია ინდივიდის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, თვითშეფასების და სოციალური ადაპტაციის გაძლიერება. გარდა ამისა, Wigs Room-ის პარიკების მორგება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ყველას, ვისაც სურს სტილის შეცვლა და მოსწონს ხშირი ცვლილებები გარეგნობაში.

მნიშვნელოვანია, რომ ,,პარიკების ოთახის’’ მთავარ ღირებულებას წარმოადგენს სოციალური პასუხისმგებლობით ოპერირება, ამის შესახებ უფრო ვრცლად, მისი დამფუძნებლები გვანცა და თეო ინასარიძეები გვესაუბრნენ.

დავიწყოთ თავიდან, როდის გაჩნდა ,,პარიკების ოთახის’’ შექმნის იდეა?

გვანცა ინასარიძე: პარიკების წარმოების იდეა ჩვენი მომხმარებლების დაჟინებული თხოვნიდან გამომდინარე წამოვიდა. მე და ჩემს დას წლების განმავლობაში გვქონდა შეხება ადამიანებთან, ვისაც აწუხებთ თმის ცვენის პრობლემა, ალოპეცია, ანდროგენული ცვვენა და სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე მოიხმარენ პარიკებს. ჩვენ კი გაგვიჩნდა სურვილი, მათი მოთხოვნები რეალურად გვექცია.  ეს არის ბიზნესი ,რომელიც ჩვენმა ოჯახმა 5 წლის წინ დაიწყო და სხვადახვა პარტნიორი ორგანიზაციების დახმარებით განავითარა.

რას სთავაზობთ საზოგადოებას ?

თეო ინასარიძე: ბუნებრივი თმისგან ვაწარმოებთ ქალისა და მამაკაცის პარიკებს, როგორიცაა: პარიკი, ნახევრად პარიკი, შინიონები, წინამო და სხვ. პროდუქტის ინოვაციურობა მდგომარეობს თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებაში. უახლესი დანადგარები სულ ცოტახნისწინ ჩამოვიტანეთ სხვა ქვეყნიდან და დავამონტაჟეთ საწარმოში. ეს კი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენივე ნაკეთობების ხარისხი გავაუმჯობესოთ და შევქმნათ სრულყოფილი ნამუშევრები. რაც გულისხმობს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების იდენტური ნაკეთობების დამზადებას.

როგორც ვიცით, ,,პარიკების ოთახი’’ გახდა გამარჯვებული ნომინაციაში – რაციონალური მენეჯმენტი სილამაზისა და ესთეტიკის სფეროში.  

გვანცა: ჩვენთვის მთავარ ღირებულებას წარმოადგენს სოციალური პასუხისმგებლობით ოპერირება, რაც გულისხმობს: განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების განვითარებას და ეკონომიკუირად გაძლიერებას, მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობას, ადგილობრივი მოსახლეობის დაქამებას და განვითრებას, მრავლშვილიანი დედების დასაქმების ხელშეწყობას, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობას და მათ ეკონომიკურად გაძლიერებას. სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას.

ჩვენი გუნდი ყველა პირობას უქმნის მომხმარებელს რომ თავი იგრძნონ ბუნებრივად, ესტეტიურად, ვცდილობთ გავულამაზოთ ყოველი დღე ჩვენს მომხმარებელს და გავაუმჯობესოთ მათი ფსიქოემოციური მდგომარეობა.

რჩევა, რომ მისცეთ ჩვენს მკითველს, რას მივაქციოთ ყურადღება პარიკების შერჩევისას.

პარიკების და სხვადასხვა ნაკეთობების მორგებისას აუცილებლად უნდა მივაქციოთ საკუთარი თმის ხარისხს, სტრუქტურას, და მდგომარეობას ყურადღება, შერჩეული პროდუქტი უნდა გავდეს ჩვენს თმას ასევე სტილს და იყოს იდენტური.

სამომავლო გეგმები

თეო: ადგილობრივი ბაზრის ათვისების შემდეგ, ბუნებრივია  ჩვენი მიზანი იქნება წარმოების გაზრდა და ფილიალების გახსნა სხვადასხვა რეგიონში, მაგალითად აჭარასა და კახეთში.  ასევე პროდუქციის ექსპორტზე გატანა.

ამასთანავე, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სიახლეების დანერგვის და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებითვის, მუდმივად ვთანამშრომლობთ უცხოურ საწარმოებთან, რათა ავიმაღლოთ ცოდნა და განვავითაროთ ჩვენი წარმოება.

FB: Wigs Room • პარიკების ოთახი 

INSTA: wigsroom.ge

სრულად წაკითხვა