ამერიკელმა მომღერალმა ბიონსემ 2025 წელს რეკორდი დაამყარა – მისმა Cowboy Carter-ის ტურნემ 217 000 ბილეთი გაყიდა და 55.7 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. Billboard-ის მონაცემებით, ეს წლის ყველაზე შემოსავლიანი კონცერტია, Boxscore-ის ისტორიაში მეხუთე ყველაზე შემოსავლიანი კონცერტი და ქალი შემსრულებლის ერთ დარბაზში ჩატარებული ყველაზე შემოსავლიანი კონცერტი.

ბიონსეს ლოს-ანჯელესში გამართული კონცერტებმა მაყურებელთა რადენობით და შემოსავლით Coldplay-ის აზიური ტურნეს კონცერტებს და მეხიკოში შაკირას შვიდღიან კონცერტს გაუსწრო.
Cowboy Carter-ის ტურნე 28 აპრილს დაიწყო, შემდეგი კონცერტები კი 1, 4, 7 და 9 მაისს გაიმართა. ბიონსეს თითოეულ კონცერტს საშუალოდ, 43 000-ზე მეტი მაყურებელი ჰყავდა. მომღერალი ყოველ საღამოს საშუალოდ 11.1 მილიონ დოლარს გამოიმუშავებდა. ერთკვირიანი ტურის ბოლოს, მან SoFi Stadium-ზე უფრო მეტი კონცერტი ჩაატარა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა შემსრულებელმა სტადიონის არსებობის მანძილზე.
შეგახსენებთ, რომ 44 წლის ამერიკელმა მომღერალმა ბიონსე ჯისელ ნოულსმა თავდაპირველად წარმატება R&B ქალთა გუნდში Destiny’s Child-ში მოიპოვა, რომელიც დღემდე ყველა დროის მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი ქალთა ჯგუფის ტიტულს ინარჩუნებს.
ბიონსე ისტორიაში შევიდა, როგორც ქალ მუსიკოსებს შორის ყველაზე მეტი „გრემის“ მფლობელი არტისტი. ჯამში, მას ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემიის 28 ჯილდო აქვს.
ბიონსე ხშირად ირგებს ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილ ტანისამოსს. ერთ-ერთი მსოფლიო ტურნეს მიმდინარეობისას ვარსკვლავი დავით კომახიძის, Mach & Mach-სა და ირაკლი რუსაძის კოსტიუმებში გამოჩნდა.


ასევე დაგაინტერესებთ

21 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·