#OK! მეგან მარკლმა უარი თქვა მამის მონახულებაზე, რომელსაც ფეხის ამპუტაციის ოპერაცია ჩაუტარდა

15 hours ago 3

სასექსის ჰერცოგინიამ, მეგან მარკლმა, უარი თქვა 81 წლის მამის მონახულებაზე, რომელსაც ფეხის ამპუტაციის ოპერაცია ჩაუტარდა – ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

Навести меня перед смертью!» - Томас Маркл обращается к Меган из больничной палаты


მიუხედავად იმისა, რომ
ტომას მარკლმა ინტერვიუში განაცხადა, რომ სიკვდილამდე მეგანის ნახვა სურს და შვილიშვილებთან შეხვედრაზე ოცნებობს, სასექსის ჰერცოგინიამ მის მონახულებაზე უარი თქვა და ადვოკატის დახმარებით, წერილი გაუგზავნა. ტომას მარკლმა ქალიშვილის წერილი წაიკითხა, მაგრამ მის შინაარსზე კომენტარი არ გაუკეთებია.

Отец Меган Маркл намерен выступить против нее в суде. И вот почему! | OK-magazine.ru

ამჟამად, ტომას მარკლი ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციას გადის და პროთეზირებისთვის ემზადება. რაც შეეხება მეგანის გადაწყვეტილებას, წყაროების ცნობით, ამის მიზეზი პრინცთან ქორწილის წინ და შემდეგ ტომას მარკლის პრესასთან თანამშრომლობა გახდა. მამა-შვილი ერთმანეთს 2018 წლის შემდეგ არ შეხვედრია.

 платье Меган во всех подробностях - BBC News Русская служба

შეგახსენებთ, რომ მეგანის ქორწილის წინ  სოციალურ ქსელში ტომას მარკლის ფოტოები გავრცელდა, სადაც ის ბრიტანეთის შესახებ წიგნს კითხულობს და ინტერნეტ-კაფეში მეგანისა და ჰარის შესახებ სიახლეებს ეცნობა.

Отца Меган Маркл обвинили в сговоре с фотографом, получившим $100 тысяч за его фото — Bird In Flight

მალევე  გავრცელდა ინფორმაცია, რომ კადრები დადგმული იყო და მეგანის მამამ მათ სანაცვლოდ 135 000 დოლარი მიიღო. ტომას მარკლი 19 მაისს, სამეფო ქორწილს გულის ოპერაციის გამო ვერ დაესწრო. მეგანი საკურთხეველთან პრინცმა ჩარლზმა მიიყვანა.

აგვისტოში მეგან მარკლის უფროსმა დამ მის წინააღმდეგ ცილისწამებისთვის სარჩელი შეიტანა. სამანტა მარკლი დას  2021 წლის მარტში ოპრა უინფრისთან ინტერვიუს დროს, მილიონობით მაყურებლის წინაშე მის შესახებ „ცრუ და მავნე განცხადებების“ გაკეთებაში ადანაშაულებს.

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! მეგან მარკლი კინოს უბრუნდება

სრულად წაკითხვა