#OK! რა ცვლილებებს მოუტანს წლის ბოლო ახალმთვარეობა ზოდიაქოს 4 ნიშანს

18 hours ago 3

20 დეკემბერს წლის ერთ-ერთი ყველაზე რთული ასტროლოგიური მოვლენა – ახალმთვარეობა მშვილდოსანში გველის. ამასთან, წლის ბოლო ახალმთვარეობა ზამთრის მზებუდობის წინ (20 დეკემბერს) ჩნდება, რაც მას განსაკუთრებულ ძალას ანიჭებს.

ასეთი კომბინაცია ერთმხრივ, სიახლეებისთვის სივრცეს ხსნის, ხოლო მეორე მხრივ, ცხოვრებას მოძველებული კავშირებისგან, ვალდებულებებისგან, დამოკიდებულებებისა და გრძნობებისგანაც კი ათავისუფლებს.

მშვილდოსნის ენერგიის გავლენით, სასურველია განსაკუთრებული ყურადღებით  საკუთარ გეგმებსა და ღირებულებებს გადახედოთ. შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ ძველი ოცნება ისეთი მომხიბვლელი აღარ გეჩვენებათ, ხოლო ურთიერთობები აღარ გაკმაყოფილებთ. დეკემბრის ახალმთვარეობა ასეთი პიროვნული განწმენდისთვის იდეალური დროა. ჩვენ გიამბობთ, ზოდიაქოს რომელ ნიშნებს მოუტანს ის ცვლილებებს და ახალ შესაძლებლობებს.

ტყუპები ურთიერთობების გადატვირთვა

ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ ტენდენციებს იგრძნობს, ტყუპებია. ის როგორც რომანტიკულ, ისე ბიზნესსა და მეგობრობის სფეროში ურთიერთობების გადატვირთვით დაკავდება. აქ ნაკლებს არ უნდა დათანხმდეთ, როცა მეტი გსურთ. სასიყვარულო საქმეებში გაურკვევლობის დრო წარსულს ჩაბარდა. თამამად განაცხადეთ საკუთარი სურვილების შესახებ, ვარსკვლავები კი ეცდებიან თქვენი ოცნების შეხვედრა მოაწყონ.

ქალწული ფესვებთან დაბრუნება

ამ ახალმთვარეობაზე გირჩევთ ახლობლებთან (მათ შორის „უცნაურ“ ნათესავებთან) გაწყვეტილი ურთიერთობები აღადგინოთ. საკუთარ „ფესვებთან“ დაბრუნება და საგვარეულო ისტორიის შესწავლა არა მხოლოდ ოჯახურ ატმოსფეროზე, არამედ თქვენს შინაგან მდგომარეობაზეც დადებითად აისახება. მით უმეტეს, რომ წინ წლის მთავარი ოჯახური დღესასწაულია, როცა შეგიძლიათ სახლი მორთოთ და ოჯახური ვახშამი მოაწყოთ. სხვათა შორის, ეს საგრძნობლად დაეხმარება მათ, ვისთვისაც საკუთარი „ბუდის“ შექმნის საკითხი აქტუალურია.

მშვილდოსანი  ბედის საჩუქრებ

ვინაიდან ახალმთვარეობა მშვილდოსანშია, ყველაზე ბრწყინვალე შესაძლებლობებს ამ ზოდიაქოს ნიშანს ჩუქნის. ჩათვალეთ, რომ ხელში ჯადოსნური ჯოხი გიჭირავთ, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ  ბედისგან სასურველი საჩუქრები მიიღოთ, ამიტომ, სამომავლოდ ნუ გადადებთ – წლის შედეგები შეაჯამეთ და ახალი მწვერვალების დასაპყრობად გაბედული ნაბიჯები დაგეგმეთ. გახსოვდეთ, ყველაფერი ახლა იწყება.

თევზები კარიერაში წინსვლა

ეს ახალმთვარეობა არანაკლებ წარმატებული იქნება თევზებისთვის. სავარაუდოდ, პროფესიული საქმიანობის მიმართულებით წარმატებები გელით. მიუხედავად იმისა, რომ წლის ბოლოა და გადაიღალეთ, ეცადეთ დაწყებულ საქმეები სწრაფად დასრულოთ და ახალ შესაძლებლობებს შეეგებოთ, რომლებსაც სამყარო აუცილებლად შემოგთავაზებთ.

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! „ცხენს სროლის ხმა არ უყვარს“ – როგორ შევხვდეთ 2026 წელს ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის რჩევებით?

სრულად წაკითხვა