მონიკა ბელუჩისა და ვინსენ კასელის ქალიშვილი, დევა კასელი, L’Officiel China-ის ახალი ნომრისთვის გადაიღეს. 21 წლის მოდელი და მსახიობი ოქტომბრის ნომრის გარეკანს ამშვენებს.

დევამ ფოტოსესიისთვის DIOR-ის ბოლო, საკრუიზო კოლექციის გამჭვირვალე მაქმანის ქვედაბოლო მოირგო, რომელიც მარია გრაცია კიურიმ შექმნა.

შეგახსენებთ, რომ დევა კასელი მონიკა ბელუჩისა და ვინსენ კასელის ქალიშვილია. დევას ჰყავს უმცროსი და ლეონი და ნახევარდა ამაზონი, რომელიც ვინსენ კასელისა და ტინა კუნაკის ქორწინების დროს დაიბადა. მსახიობი და მოდელი ერთმანეთს ქორწინებიდან ხუთი წლის შემდეგ, 2023 წელს დაშორდნენ. ამის შემდეგ კასელმა კიდევ ერთ მოდელთან, ნარა ბაპტისტასთან დაიწყო ურთიერთობა. წყვილს ცოტა ხნის წინ ვაჟი, კაეტანო შეეძინა.

მონიკა ბელუჩის და ვინსენტ კასელის ულამაზესი შვილი უკვე წარმატებული მოდელი და მსახიობია. შარშან ის “Netflix” -ის ახალ ისტორიულ დრამაში „ლეოპარდი” გადაიღეს, სადაც მთავარ გმირს, ანჟელიკა სედარას განასახიერებს.

დევა კასელი 15 წლის იყო, როდესაც მოდელი ლუკა სალანდრა შეუყვარდა და მასთან ურთიერთობა დაიწყო. ლუკასთან დაშორების შემდეგ, 2023 წლიდან დევა საულ ნანის ხვდება, რომელიც “Netflix” -ის ფილმში მისი პარტნიორი იყო.
![]()
„უნდა ვაღიარო, რომ ფილმის ატმოსფერო დაახლოებაში დაგვეხმარა. ბოლოს და ბოლოს, როცა ციხესიმაგრის ბნელ დერეფნებში პრინცესასავით გამოწყობილ დევას დასდევ, შეუძლებელია არ შეგიყვარდეს“ – აღიარა საულმა Vanity Fair-თან ინტერვიუში.

რას ფიქრობს მონიკა ბელუჩი შვილის რჩეულზე ჯერჯერობით უცნობია, დევა კასელმა კი საულის დედასთან უკვე საერთო ენა გამონახა.
ერთ-ერთ ინტერვიუში საულმა აღნიშნა, რომ ფრანგულის სწავლას ცდილობს, რადგან ის და დევა ახლა პარიზში ცხოვრობენ. ახალგაზრდა ვაჟს ამაში საყვარელი გოგონა ეხმარება, რომელიც რამდენიმე ენაზე თავისუფლად საუბრობს.

ასევე დაგაინტერესებთ

16 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·