ამერიკელმა მოდელმა, სინდი კროუფორდმა და მისმა შვილმა, კაია გერბერმა აბეზარი „სტალკერის“ მოსაცილებლად პოლიციას მიმართეს. როგორც გაირკვა, 59 წლის ვარსკვლავს და მის 24 წლის ქალიშვილს 35 წლის დენიელ ლი შუნოვერი უთვალთვალებს. მამაკაცი გამუდმებით იმ ადგილებში ტრიალებს, რომლებსაც დედა-შვილი ხშირად სტუმრობენ.

როგორც ირკვევა, რომ 2022 წელს შუნოვერი მოდელის სახლთან მივიდა და კარზე ზარი დარეკა. სინდი კროუფორდს, რომელმაც კარი გააღო, მამაკაცმა ჰკითხა იქ ცხოვრობდა თუ არა კაია და უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ წავიდა. მეორედ შუნოვერი მასაჩუსეტსის შტატში, უილიამსთაუნის თეატრალურ ფესტივალზე გამოჩნდა, რომელსაც კაია ესწრებოდა და გოგონას სპირიტული სეანსის ჩატარება შესთავაზა. რამდენიმე თვის შემდეგ, სათვალთვალო კამერებმა ტოპ-მოდელის სახლის წინ უცნაურ, შავ ტანსაცმელში გამოწყობილი მამაკაცი დააფიქსირა.
29 ივლისს, დენიელ ლი შუნოვერი კალიფორნიაში, კროუფორდის სახლის გვერდით, ბილიკზე მძინარე იპოვეს. ამის შემდეგ „სტალკერი“ სინდის და მის ქმარს მოკვლით დაემუქრა. მოდელის და მისი ოჯახის წევრების დევნა და შევიწროება სოციალურ მედიაშიც გაგრძელდა, სადაც შუნოვერი მუქარის შემცველ კომენტარებს ტოვებდა.
![]()
საბოლოოდ, სინდი და კაია იძულებულნი გახდნენ თავისა და ოჯახის დასაცავად სასამართლოსთვის მიემართათ. მათ „სტალკერის“ წინააღმდეგ დროებითი შემაკავებელი ორდერი მიიღეს. ორდერის მიხედვით, შუნოვერს მაშინვე დააპატიმრებენ, როგორც კი დედასთან ან ქალიშვილთან მიახლოებას შეეცდება – იუწყება Daily Mail.
კაია გერბერი სინდი კროუფორდისა და რენდი გერბერის ქალიშვილია და ჰყავს უფროსი ძმა, 25 წლის პრესლი გერბერი. პოდიუმზე მისი დებიუტი 2017 წელს, Calvin Klein-ის ჩვენებაზე შედგა. 2016 წელს, 14 წლის კაია დედასთან ერთად Vogue-ის გარეკანზე მოხვდა. Flaunt Magazine-თან ინტერვიუში სინდი კროუფორდმა აღნიშნა, რომ ცდილობს, ქალიშვილს თავისი აზრი თავზე არ მოახვიოს.

„ჩვენ შორის ნამდვილად ძლიერი კავშირი და მეგობრობა ჩამოყალიბდა. ზოგჯერ მეჩვენება, რომ დედასთან კი არა, საუკეთესო მეგობართან ერთად ვმუშაობ. ორივეს გვიყვარს წიგნების კითხვა და შემდეგ მათი განხილვა. ხშირად თეატრშიც ერთად დავდივართ “, – აღნიშნა ტოპ მოდელის ქალიშვილმა.

კაია გერბერი Versace-სთან, Chanel-თან, Valentino-სთან, Celine-თან, Calvin Klein-თან და Marc Jacobs Daisy-სთან თანამშრომლობს. 2018 წელს Fashion Awards-ზე ის წლის მოდელად დასახელდა, ხოლო 2022 წელს Zara-სთან თანამშრომლობით 1990-იანი წლების მოდით შთაგონებული კოლექცია გამოუშვა.
ასევე დაგაინტერესებთ

13 hours ago
6







English (US) ·
Georgian (GE) ·