#OK! ASAP Rocky – რეპერის ექსცენტრიული ხედვა და ექსპერიმენტული სტილი

2 days ago 3

არ არის აუცილებელი ჰიპ-ჰოპის სამყაროს კარგად იცნობდეთ და რეპის კულტურული ფენომენის არსი სიღრმისეულად გესმოდეთ, იმისთვის, რომ ამერიკელი რეპერის სტილის შეგრძნება დააფასოთ. მისი ვოკალური შესაძლებლობებიდან დაწყებული, ვიზუალური ესთეტიკით დამთავრებული, რაკიმ მაიერსი არის ყველასგან მკვეთრად გამორჩეული, პერსონალური სტილის მქონე მუდმივად განვითარებადი არტისტი.

26 reasons why you need to start dressing like A$AP Rocky ASAP | British GQ

33 წლის ამერიკელმა რეპერმა, მომღერალმა და სიმღერების ავტორმა, ბევრისთვის სასცენო სახელით ცნობილმა, როგორც ASAP Rocky, ყველასგან გამორჩეული ინდივიდუალური მახასიათებლებით მნიშვნელოვანი ადგილი არამხოლოდ ჰიპ-ჰოპის სამყაროში, არამედ მოდის ინდუსტრიაშიც დაიკავა.

“ბუნებრივი გადასვლა” რაკიმ მაიერსის სტილის ორიგინალურობის ერთ-ერთი მთავარი გასაღებია, უფრო კონკრეტულად კი ქუჩის სტილსა და მაღალი მოდის Ready-To-Wear სამოსს შორის არსებული ტრანზიცია, რომელიც მის პიროვნებას “ტრენდსეტერად” აყალიბებს, მის სტილს კი ექსცენტრიულობას მატებს.

Fanny Packs Are Back, And There's Nothing You Can Do About It | HuffPost Canada Style & Beauty

იმ მცირე მამაკაც ვარსკვლავებს მიეკუთვნება, რომლებსაც შეუძლიათ ერთ დღეს პაპარაცების ყურადღება ჰიპ-ჰოპის ზეგავლენით შექმნილი ლუქით მიიქციონ, მეორე დღეს კი წითელ ხალიჩაზე ფლორალური პრინტით გაფორმებული სამოსით გამოჩნდნენ.

როდესაც საქმე მოდურ არჩევანს ეხება, Rocky ყოველთვის რისკავს. არ აქვს მნიშვნელობა რა აცვია, რაკიმ მაიერსი არის არტისტი, რომელსაც ყველაზე ორდინალური ლუქითაც კი კრიტიკოსების დადებითი შეფასების მოპოვება შეუძლია.

A$AP Rocky Makes the Case For Yet Another Unexpected Men's Accessory Trend | Vogue.

Proof That ASAP Rocky Has the Best Style | POPSUGAR Fashion

ASAP Rocky | Asap rocky wallpaper, Asap rocky, Asap rocky fashion

Rihanna Gets Cozy With Ex-Flame A$AP Rocky at the Louis Vuitton Runway Show in Paris | Rihanna photos, Rihanna, Fashion

სრულად წაკითხვა