პროფესიით კოსმეტოლოგი, ეკა ქათამაძე ესთეტიკური კლინიკის, DR.Eko aesthetic-ის დამფუძნებელია. როგორც OK!-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, ყოველთვის სურდა ისეთი სივრცის შექმნა, სადაც ხარისხი და კომფორტი თანხვედრაში იქნებოდა. მაღალკვალიფიციური სპეციალისტების გუნდი მუდმივ რეჟიმში ცდილობს მომხმარებელს კეთილგანწყობითა და პროფესიონალიზმით თავი დაამახსოვროს, რაც კიდევ უფრო კომფორტულსა და მიმზიდველს ხდის მათთან სტუმრობას. კლინიკის შესახებ უფრო ვრცლად თავად ეკა გვესაუბრა.
გაიხსენეთ პირველი ნაბიჯები ამ სფეროში… რატომ გადაწყვიტეთ Eko aesthetic-ის შექმნა?
(ეკა ქათამაძე): სამედიცინო უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული. მსურდა ამ სფეროში განსხვავებული რაკურსით მეჩვენებინა ჩემი შესაძლებლობები. მინდოდა ახალ პროფესიაში მეცადა ბედი და გადავწყვიტე კოსმეტოლოგობა, მითუმეტეს გარეგნობაზე ზრუნვა ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. მინდოდა ეს ახალი გამოწვევა ახალ შესაძლებლობად მექცია და ჩემი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ სიახლე და კომფორტის ზონიდან გამოსვლა უფრო მეტად ზრდის ადამიანს. დღეს კი ჩემს საქმეზე უზომოდ ვარ შეყვარებული და ვხვდები, რომ სწორი გზა ავირჩიე.
8-წლიანი პროფესიული გამოცდილების შემდეგ გადავწყვიტე გამეხსნა ჩემი საკუთარი ცენტრი. მსურდა მომხმარებლისთვის შემეთავაზებია ის ხარისხი და მიდგომა, რომლითაც მე თვითონ ვიქნებოდი კმაყოფილი. ვფიქრობ, შევძელი და დღეს უკვე ერთ-ერთი გამორჩეული ცენტრია Eko aesthetic-ი.
რას სთავაზობთ საზოგადოებას?
ესთეტიკურ კლინიკა „დრ. ეკო ესთეტიკში“ მოსულ პაცენტს ვთავაზობთ სხვადასხვა პროცედურას: ინიექციურ კოსმეტოლოგიას, ალექსანდრიტის ლაზერს – კანდელას ოქროს სტანდარტად აღიარებული აპარატით, დიოდის უახლეს 4-სხივიან აპარატს, რომელიც მსოფლიო საგამოფენო მოდელია და შექმნილია ნანოტექნოლოგიით. ასევე, პერმანენტულ მაკიაჟს, წარბი, წამწამი, მანიკიური და პედიკიური.
რა თქმა უნდა, ყველა ამ პროცედურას, წესებისა და რეგულაციების დაცვით, თავიანთი საქმის პროფესიონალები ატარებენ.
რა გამოარჩევს Eko aesthetic-ს ბაზარზე?
მოგეხსენებათ, ამ სფეროში როგორი დიდი კონკურენციაცაა, თუმცა ჩვენ ეს არ გვაშინებს, პირიქით, მოტივაციას გვაძლევს. ვცდილობთ გამორჩეულები ვიყოთ მაღალი ხარისხით. მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, უმაღლესი ხარისხის პრეპარატები, ორიგინალი აპარატურა და სასიამოვნო გარემო ეს ის არასრული ჩამონათვალია, რითაც ჩვენი კლინიკა გამოირჩევა. ჩემი და ჩემი გუნდის მიზანი მომხმარებლის საჭიროებებისა და სურვილების დაკმაყოფილება და მაქსიმალური შედეგის მიღწევაა, რისთვისაც ბევრს ვშრომობთ.
მუდმივად ვცდილობთ კვალიფიკაციის ამაღლებას სხვადასხვა საერთაშორისო ტრენინგებზე დასწრებით და სხვ. ჩემთვის წარმატებული ბიზნესი ნიშნავს სწორედ კმაყოფილ პაციენტსა და მის უსაფრთხოებას.
სამომავლო გეგმები
ყოველთვის ვენდობი საკუთარ აზრს და ინტუიციას, ამ ყველაფერში კი მხარს მიჭერს ჩემი ოჯახი. მომავალში მინდა გავხსნა უფრო მასშტაბური ფილიალი, სადაც მომხმარებლისთვის მეტი სერვისის შეთავაზება იქნება შესაძლებელი.
დაუტოვეთ რჩევა ქალებს…
ქალებს ვუსურვებ, მიეღწიოთ თავიანთი მიზნებისთვის, შესაძლოა დასჭირდეთ ბევრი შრომა და ბრძოლა, რადგან წარმატება სწორედ ასე მოდის. გახსოვდეთ, რომ ბედნიერება ოცნებების ასრულებაშია.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ალექსეი სეროვი