#OK! Emmy 2025-ის საუკეთესო კაბები წითელ ხალიჩაზე

20 hours ago 2

კვირას, 14 სექტემბერს, ლოს-ანჯელესში ამერიკული სატელევიზიო პრემია Emmy Awards-ის დაჯილდოების რიგით 77-ე ცერემონია გაიმართა. როგორც ყოველთვის, ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე გამორჩეული ლუქით წარსდგნენ, თუმცა  ღონისძიების მთავარი ფერი წითელი გახდა — გომესმა, სუინიმ, მილერმა და სხვა ბევრმა ვარსკვლავმა ალისფრის 50-ზე მეტი ელფერი წარმოგვიდგინეს.

სარა პოლსონი გულშემატკივრებს Marc Jacobs-ის ექსტრავაგანტული კაბით წარუდგა, ლესლი ბიბმა ელეგანტური Armani Prive აირჩია, ხოლო ქლოი სევინიმ უპირატესობა Saint Laurent-ს მიანიჭა.

უენსდეის ხმაურიანი პრომო-ტურის შემდეგ ჯენა ორტეგა მზადაა საზოგადოება უფრო რთული და დრამატული სამოსით გააოცოს. Emmy Awards -ზე მისმა სტილისტმა, ენრიკე მელენდესმა ისევ გაბედულ ექსპერიმენტს მიმართა — მან მსახიობს შესთავაზა ლუქი სარა ბერტონის კოლექციიდან Givenchy-სთვის. ტოპი მსხვილი კრისტალებისა და მარგალიტის მძივებისგან შედგებოდა და ისეთ განცდას ტოვებდა, თითქოს ძვირფასი ქვები პირდაპირ ორტეგას სხეულზე იყო მიმაგრებული.

წითელ ხალიჩაზე წითელი ფერი უზომოდ დიდი რაოდენობით იყო წარმოდგენილი. ეს ფერი აირჩიეს სელენა გომესმა Louis Vuitton-ში, სინდიუ სუინიმ Oscar de la Renta-ში, ჰანტერ შაფერმა Alexander McQueen-ში, კრისტინ მილიოტიმ Danielle Frankel-ში და კიდევ მრავალმა ვარსკვლავმა.

თუ გაინტერესებთ, კიდევ რომელმა კაბებმა დაიმსახურეს მოწონება,  შეგიძლიათ ქვემოთ ნახოთ.

  • ჯენა ორტეგა — Givenchy

  • შარლოტ ლე ბონი — Courrèges

  • სიდნი სუინი — Oscar de la Renta

  • ლისა — Lever Couture

  • სელენა გომესი — Louis Vuitton

  • ეიმი ლუ ვუდი — Alexander McQueen

  • ჰანტერ შაფერი — Alexander McQueen

  • სარა პოლსონი — Marc Jacobs

  • ლესლი ბიბი — Armani Prive

  • კრისტინ მილიოტი — Danielle Frankel

  • ქლოი სევინი — Saint Laurent

სრულად წაკითხვა