ახალი უბანი Garden Hills-ი თბილისის ისტორიულ უბანში – ჩუღურეთში მდებარეობს. პროექტის მთავარი მიზანი იყო მოწესრიგებული ინფრასტრუქტურის, ეკოლოგიურად სუფთა და მრავალფუნქციური გარემოს შეთავაზება. Garden Hills-ი დაბალი ინტენსივობის განაშენიანებითაა დაპროექტებული. ახალ უბანში 7 საცხოვრებელი და 1 კომერციული ბლოკი შენდება, რომელიც 300 აპარტამენტს და კომერციულ ფართებს აერთიანებს. ყველა ბლოკი მხოლოდ 5-სართულიანია. აღსანიშნავია ისიც, რომ აპარტამენტებიდან მთელ თბილისზე პანორამული ხედები იშლება. გარდა საცხოვრებელი დანიშულების ობიექტებისა, ტერიტორიაზე იქნება კომერციული ფართებიც. ასევე, მცირეწლოვანი ბავშვების მშობლების კომფორტისთვის Garden Hills-ის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პროექტი მიმზიდველია როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციო თვალსაზრისითაც. უფრო ვრცლად ახალი უბნის შესახებ მარკეტინგის ხელმძღვანელი, სალომე მდინარაძე და გაყიდვების ხელმძღვანელი, ანა მდინარაძე გვესაუბრებიან.
რა იყო Garden Hills – ახალი უბნის შექმნის იდეა?
(სალომე მდინარაძე): ისტორიულ თბილისში ახალი უბნის მშენებლობა 2 წლის წინ დავიწყეთ. მთავარი მიზანი იყო შეგვექმნა გარემო, რომელიც იქნებოდა მწვანე, ჯანსაღი და მრავალფუნქციური. თუმცა ამ პროცესებში არ დაგვიწყებია მთავარი, შეგვენარჩუნებინა ისტორიული, ავთენტური გარემო, რაც თბილისის ამ უბანს კიდევ უფრო გამოარჩევს და განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. ხშირად ეს მნიშვნელოვანი ელემენტი იკარგება ხოლმე, როცა აქტიური განაშენიანება იწყება. სწორედ ამ იდეით გადაწყდა, რომ ახალი უბანი სრულად დაბალი ინტენსივობის განაშენიანებით დაპროექტებულიყო, რომელსაც ექნებოდა მწვანე, ჯანსაღი სივრცე, სადაც დამღლელი დღის შემდეგ, Garden Hills-ის მცხოვრებლები განტვირთვას შეძლებდნენ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იდეა გამოგვივიდა. ჩუღურეთის რაიონში შეიქმნა ახალი უბანი, რომელსაც Garden Hills-ის სახელით უკვე ბევრი იცნობს. შესაბამისად, ბინების დიდი ნაწილი გაყიდულია.
რამდენი საცხოვრებელი ბლოკია ტერიტორიაზე?
Garden Hills-ის ტერიტორიაზე 7 საცხოვრებელი და 1 კომერციული ბლოკი შენდება, რომელიც 300 აპარტამენტს და კომერციულ ფართებს აერთიანებს. როგორც უკვე აღვნიშნე, აქცენტი დაბალი ინტენსივობის განაშენიანებაზე გავაკეთეთ, შესაბამისად, ყველა ბლოკი მხოლოდ 5-სართულიანია. რაც მთავარია, აპარტამენტებიდან მთელ თბილისზე პანორამული ხედები იშლება, ეს დამეთანხმებით, დამატებითი უპირატესობაა.
როგორია Garden Hills-ის ეზო, რა ინფრასტრუქტურა არის უბნის ტერიტორიაზე ამ მხრივ მოწყობილი?
(ანა მდინარაძე): ახალი უბანი 30 000 კვ.მ. ტერიტორიაზე გაშენდა და მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ რეკრეაციიულ სივრცეს დაეთმო. Garden Hills-ის იზოლირებულ ეზოში 4 სეზონზე გათვლილი ხემცენარეები დაირგვება. სიმწვანეში კი მოსასვენებელი სივრცეები მოეწყობა, სადაც დღის ნებისმიერ შუალედში დროის სასიამოვნოდ გატარება არის შესაძლებელი.
ამასთანავე, ჩვენი კომპლექსის ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულებისთვისაც იქმნება შესაბამისი პირობები. კომპლექსში მოეწყობა როგორც ჩოგბურთის სათამაშო კორტი, ისე სპორტული მოედანი, სადაც სპორტის მოყვარულები თავისუფალი დროის გატარებას შეძლებენ. Garden Hills-ში იქნება ველობილიკიც და შესაბამისი სივრცეები ტრანსპორტის პარკინგისთვის.
პარკინგი ახსენეთ და აუცილებლად უნდა გკითხოთ ამ ნაწილზეც, რადგან ავტომობილის გაჩერება თბილისში არცთუ ისე მარტივი ამბავია…
ეს გამოწვევა ჩვენს კომპლექსში ნამდვილად არ შეგაწუხებთ. ჩვენს უბანში გათვალისწინებულია როგორც მიწისზედა, ისე მიწისქვეშა ავტოსადგომების მოწყობა. მობინადრეების კომფორტისთვის თითოეულ საცხოვრებელ შენობას იზოლირებული მიწისქვეშა პარკინგი ექნება.
როგორია Garden Hills-ის კომპლექსი ოჯახებისთვის? როგორც ვიცით, ახალ უბანში მდებარებარეობს ბაღიც.
(სალომე მდინარაძე): ჩვენი კომპლექსი გათვლილია ყველა ასაკის ადამიანზე. შესაბამისად, Garden Hills-ის დაპროექტებისას ვიფიქრეთ ბავშვებზეც. ტერიტორიაზე 1000 კვ.მ. ფართობზე საბავშვო მოედანი მოეწყობა, რომელიც ყველა იმ სტანდარტს დააკმაყოფილებს, რაც ბავშვის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია. უბნის დამატებითი უპირატესობაა საბავშვო ბაღი, რომელიც კომპლექსის ტერიტორიასთან ახლოს იფუნქციონირებს. ეს, დამეთანხმებით, კომპლექსს უფრო მეტად მიმზიდველს ხდის მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებისთვისთვისაც. Garden Hills-ის ეზო სრულად იზოლირებულია და მობინადრეების უსაფრთხოებისთვის კომპლექსის ტერიტორიაზე 24-საათიან რეჟიმში მუშაობს დაცვა, ასევე მიმდინარეობს ვიდეომონიტორინგი. კომპლექსში სუპერმარკეტი, კაფე და აფთიაქი იფუნქციონირებს, რაც Garden Hills-ის მცხოვრებელს საჭირო სერვისებსა თუ მომსახურებაზე წვდომას ერთ სივრცეში მისცემს.
გარდა საცხოვრებელი დანიშნულების ობიექტებისა, ტერიტორიაზე იქნება კომერციული ფართებიც. ასევე, რამდენად არის კომპლექსი საინტერესო საინვესტიციო მიზნებისთვის?
Garden Hills-ი ჩუღურეთში მდებარეობს, რომელიც თბილისის ისტორიული უბანია. ბოლო სტატისტიკით თუ ვისმჯელებთ, ეს უბანი უძრავი ქონების ღირებულებით დედაქალაქის ტოპუბნებს შორისაა. Galt&Taggart‑ის 2024 წლის შეჯამებით, ფასის მხრივ მთაწმინდას და ვაკეს ჩუღურეთი მოსდევს. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, Garden Hills-ი საინვესტიციოდაც მიმზიდველია. ამას ემატება ტურისტული ობიექტების სიახლოვეც, რისი გათვალისწინებითაც კომპლექსში ბინის შეძენა და მისი გაქირავებიდან მზარდი შემოსავლის მიღებაა შესაძლებელი.
როგორია გადახდის პირობები? როგორ უნდა შეიძინონ დაინტერესებულმა პირებმა სახლი თქვენს უბანში?
(ანა მდინარაძე): ამ ეტაპზე Garden Hills-ში რამდენიმე მიმდინარე შეთავაზება გვაქვს, მათგან კი ერთ-ერთი საინტერესო ჩვენი კომპლექსის მთავარ უპირატესობას – ჯანსაღ გარემოს უკავშირდება. თუ Garden Hills-ში ბინას შეიძენ, საჩუქრად „სოლარ ავტოს“ ელექტრომობილს მიიღებ, ანუ ერთდროულად იღებ 2 გასაღებს და ხდები ორი ღირებული აქტივის მფლობელი.
რაც შეეხება უშუალოდ გადახდის პირობებს, ჩვენი შეთავაზების ფარგლებში ახალ უბანში, რომელიც ძველ თბილისში შენდება, ბინის შეძენა წინასწარი შენატანის გარეშე, შიდა 0%-იანი განვადებით არის შესაძლებელი. ბინის მფლობელი უპროცენტო შიდა განვადებით აპარტამენტის ღირებულების 20%-ს ფარავს მშენებლობის დასრულებამდე, დანარჩენს კი დასრულების შემდეგ. მაქსიმალურად ვცდილობთ შესყიდვის პირობა მოვარგოთ მყიდველის ფინანსურ მდგომარეობას. ასევე, თუ ბინას Garden Hills-ში შეიძენთ, ჩვენი პარტნიორი ბანკის სესხით ან ერთიანი გადახდით, ჩვენგან 10%-იან ფასდაკლებას მიიღებთ.
როგორია სამომავლო გეგმები? რას უნდა ველოდოთ Garden Hills-გან?
(სალომე მდინარაძე): იმის გათვალისწინებით, რომ კომპლექსის პირველ 4 ბლოკში უკვე სამშენებლო სამუშაოები სრულდება და ბინების გადაცემის პროცესი დაწყებულია, ჩვენი გუნდი გეგმავს, განვითარება აქ არ შეაჩეროს და კომპლექსის ტერიტორიაზე კიდევ 1 ბლოკი ააშენოს, რომელსაც უფრო მეტად კომერციული დატვირთვა ექნება. ეს საცხოვრებელი ბლოკი იქნება სასტუმროს ტიპის შენობა, სადაც მცირე ზომის აპარტამენტების შეძენა იქნება შესაძლებლებელი, რომელიც გათვლილია როგორც საცხოვრებელი, ისე საინვესტიციო მიზნებისთვის.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ალექსეი სეროვი