ზაფხულის სეზონი კულმინაციაში შევიდა – დაგვიდგა მცხუნვარე აგვისტო, როცა მზე პიკზეა და კანის მზისგან დაცვა და, ამავდროულად, ლამაზი, ჯანსაღი რუჯის მიღება ჩვენი მთავარი საზრუნავია. რუჯის მისაღები საცხი SPF-ით ზაფხულის ის აუცილებელი პროდუქტია, რომელიც დაიცავს თქვენს კანს მზის მავნე რადიაციისგან და ულტრაიისფერი სხივების არასასურველი ეფექტებისგან, რომელსაც მთელი რიგი პრობლემების მოტანა შეუძლია კანისთვის. და, ვინაიდან ლამაზი ნამზეური წელსაც ბევრი ჩვენგანის მიზანია, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი მაღალხარისხიანი პროდუქტების შერჩევას, რომელიც ორივე მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება.
წარმოგიდგენთ ყველასათვის ცნობილი კანის მოვლის პროფესიონალური ბრენდის, GIGI-ს ზაფხულის MUST-HAVE პროდუქტებს, რომელიც წარმოებულია ისრაელში. ბრენდის ლაბორატორიაში, მომხმარებლის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, ცალ-ცალკეა შექმნილი სხვადასხვა ტიპის კანზე მორგებული რუჯის მისაღები SPF / მზისგან დამცავი დამატენიანებლები, რაც სამმაგ ბენეფიტს იძლევა – კანს ატენიანებს და, ამავდროულად, ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დაცვის პარალელურად, ულამაზესი, ოქროფერი რუჯის მიღების საშუალებას იძლევა. ამგვარად, სამი აუცილებელი კომპონენტი ერთ უნივერსალურ პროდუქტად არის წარმოდგენილი.
მაშ ასე!
GIGI SUN CARE DAILY MOISTURE SPF 30 75 ML FOR NORMAL TO OILY SKIN ოქროსფერი რუჯის მისაღები დამატენიანებელი საშუალებაა, მზისგან დამცავი ფაქტორის შემცველობით, ცხიმიანობისკენ მიდრეკილი კანისთვის. ეს საცხი დაიცავს კანს მზის მავნე 97% გამოსხივებისგან, არაჩვეულებრივ ნამზეურს მიანიჭებს მას და, გარდა ამისა, დაბალანსებულად დაატენიანებს ისე, რომ არ გამოიწვევს ზედმეტ ჰიდრატაციას. პროდუქტი ძალიან მალე იწოვება კანში და გამოსაყენებლად ძალიან კომფორტულია.
მშრალი კანისთვის ბრენდი GIGI SUN CARE DAILY MOISTURE SPF 30 75 ML FOR NORMAL TO DRY SKIN-ს გვთავაზობს. ეს საცხი იცავს კანს მზის UVA და UVB საშიში გამოსხივებისგან, უზრუნველყოფს ულამაზეს, ჯანსაღ რუჯს და პარალელურად სრულყოფილად ატენიანებს ყველაზე გამომშრალ კანსაც კი. ამ არაჩვეულებრივი თვისებების გამო ეს კრემი ზაფხულის პერიოდში თქვენი ხელჩანთის მუდმივ თანამგზავრად და ერთგულ მეგობრად იქცევა.
GIGI SUN CARE DEFENS SPRAY SPF 50 75 ML FOR ALL SKIN TYPE გახლავთ გონიერი ფარი, რომელიც თვისობრივად მართლაც უნივერსალური პროდუქტია. 50 SPF ფაქტორი სრულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს თქვენი კანისთვის, ჯანმრთელ, ფაქიზ ნამზეურს მიანიჭებს თქვენს კანს და, ამასთანავე, იდეალურად დაატენიანებს. ეს კრემი განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის და თამამად შეიძლება ჩაითვალოს საოჯახო პროდუქტად.
დაბოლოს, წარმოგიდგენთ GIGI SUN CARE DEFENS SPRAY SPF 50 75 ML FOR ALL SKIN TYPE რუჯის მისაღებ სპრეის ყველა ტიპის კანისთვის, საოცრად კომფორტულ და მოხერხებულ პროდუქტს, რომლის მოხმარებაც განსაკუთრებულ სიამოვნებას მოგანიჭებთ სპრეის მსუბუქი და ჰაეროვანი ტექსტურის წყალობით. პროდუქტი ოქროსფერ, ლამაზ რუჯს მიგაღებინებთ ისე, რომ პარალელურად დაიცავს თქვენს კანს და სრული უსაფრთხოების გარანტიით უზრუნველყოფს ჯანსაღ ნამზეურს.