გქონიათ ცხოვრებაში მომენტები, როდესაც გინატრიათ, რომ დრო გაგეჩერებინათ? რადგან თქვენი ქორწილის დღეა, საოცნებო მანქანა იყიდეთ ან თქვენმა პატარამ პირველი ნაბიჯები გადადგა. ეს ამბები მხოლოდ ერთხელ ხდება, თუმცა ფოტოთი შეგვიძლია ბევრჯერ განვიცადოთ. სამყაროში, სადაც ყველაფერი იმაზე გაცილებით სწრაფად იცვლება, ვიდრე ჩვენ გვგონია, ფოტოგრაფია არის ერთ-ერთი გზა, შეინახო შენთვის ძვირფასი მოგონებები. ესთეტიკური, დახვეწილი, ნათელი და მყუდრო სივრცე გამოსახულებას გაცილებით შთამბეჭდავს ხდის, სწორედ ასეთი ადგილია ფოტოსტუდია, სადაც პროფესიონალები და სტუმრები ერთობლივად ქმნიან ხარისხიან და დახვეწილ ფოტოებს. ინტერვიუში დარია ლუტკინა საუბრობს საკუთარ სტუდიასა და ვიზუალური თხრობის ხერხზე, ფოტოგრაფიაზე.
დარია, რატომ გადაწყვიტეთ ფოტოსტუდიის შექმნა?
ფოტოსტუდია ჩემთვის არის სივრცე, სადაც ადამიანებს შეუძლიათ თავიანთი თავი ახალი კუთხით აღმოაჩინონ. ფოტოგრაფიის საშუალებით ჩვენ ვხედავთ, როგორც ჩვენს შინაგან, ისე გარე სილამაზეს და ვინახავთ ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს. სტუდია იმიტომ გავხსენი, რომ ქალაქისთვის მეჩუქებინა მყუდრო და მინიმალისტური სივრცე, სადაც ყველაზე მთავარი ადამიანი, მისი ემოცია, მისი უნიკალურობა და სილამაზეა. ჩვენთან მოდიან არამხოლოდ პერსონალური ფოტოსესიებისთვის, არამედ დაბადების დღის, საოჯახო პორტრეტის, ორსულობისა და სხვა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული წუთების აღსაბეჭდად. სტუმრების ამდენ ემოციას, ბედნიერებასა და სიყვარულს ყოველდღე რომ ხედავ და ამ ყველაფრის ნაწილი ხარ, ძალიან დიდი სიხარულია ჩვენთვის.

რა ტიპის მომსახურებას სთავაზობთ საზოგადოებას?
ჩვენ სტუდიის სივრცეს საათობრივად ვაქირავებთ. ჩვენთან შეგიძლიათ დაჯავშნოთ ნებისმიერი ტიპის ფოტოსესია ასევე მასტერკლასი, გაკვეთილი თუ კასტინგი. ღია ვართ კოლაბორაციებისა და თანამშრომლობისთვის!
როგორ ფიქრობთ, რა გამოგარჩევთ ბაზარზე? რამდენად დიდია მოთხოვნა?
ვფიქრობ, ჩვენი განსაკუთრებულობა მინიმალისტურ და ესთეტიკურ გარემოშია. ფერნიტურასა და ლოკაციებს ხშირად ვცვლით, რათა ჩვენს სტუმრებს ყოველთვის ტრენდული და თანამედროვე გარემო დავახვედროთ. ამასთან, ვქმნით თემატურ ზონებს ახალი წლისთვის, ვალენტინობისთვის, გაზაფხულისთვის, ზაფხულისთვისა და შემოდგომისთვის, გარდა ამისა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ, როგორც სტუმრებს, ისე ფოტოგრაფს მაქსიმალურად კომფორტულად და უსაფრთხოდ ვაგრძნობინოთ თავი ჩვენს სივრცეში.
Screenshotრას ნიშნავს თქვენთვის ფოტოგრაფია?
ფოტოგრაფია ჩემთვის — ეს არის მეხსიერება. ფოტო საშუალებას გვაძლევს, ვიგრძნოთ, შევეხოთ, შევიყვაროთ. დრო გადის, ადამიანები აღარ არიან, ფოტო კი რჩება. ჩვენ წლების განმავლობაში ბევრ რამეს ვივიწყებთ, ხოლო ფოტოგრაფია ყველაფერს ინახავს — გრძნობებს, მდგომარეობას, ემოციებს.
ბოლოს, თქვენი სამომავლო გეგმები რომ გვითხრათ…
ჩვენ ვგეგმავთ, რომ მომავალშიც გავყვეთ ფოტოგრაფიის ტენდენციებს და ჩვენს სტუმრებს თანამედროვე და ესთეტიკური სივრცე შევთავაზოთ. ვეცდებით, მუდმივად სასიამოვნოდ გავაკვირვოთ ახალი, საინტერესო გადაღებებით!
ტექსტი: მარიამ მათიაშვილი

1 hour ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·