#OK! Gold Market Tbilisi ატარე ჩვენი განსაკუთრებული სამკაული

3 weeks ago 29

სამკაული თითოეული ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მის დახვეწილ დიზაინს შეუძლია გაგვილამაზოს ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები. სწორად შერჩეული სამკაული ხაზს უსვამს ჩვენს ჩაცმულობას და განსაკუთრებულ ხიბლს მატებს ჩვენს ინდივიდუალიზმს.

„გოლდ მარკეტის“ დახვეწილი და განსაკუთრებული სამკაულები კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ სულაც არ არის საჭირო, იყო პროფესიით დიზაინერი, რათა მომხმარებელს შესთავაზო გემოვნებიანი კოლექცია, მთავარია თანამედროვე, გამორჩეული ხედვა გქონდეს და კარგად იცნობდე შენს მოხმარებელს. სწორედ ამის ნათელი მაგალითია პროფესიით მათემატიკოსის, განათლების მეცნიერებათა დოქტორის – ნანა ფიფიას სამკაულების მაღაზია – Gold Market Tbilisi, რომელიც მომხმარებელს ელეგანტურ, დახვეწილ და ლამაზ სამკაულს სთავაზობს.

Gold Market Tbilisi-ს შექმნის ისტორია

20 წელი ვიმუშავე ბავშვთა სამყაროში. როდესაც ხანძარი გაჩნდა, სამი დღე იწვოდა ჩემი და ჩემი მეგობრების სამკაულები. ძალიან მძიმე გამოცდილება მივიღეთ ამით, დავრჩი სამუშაო ადგილის და ერთგული მომხმარებლის გარეშე. სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე შემექმნა გვერდი სოციალურ ქსელში, რათა უფრო მარტივად ხელმისაწვდომი ყოფილიყო ჩვენი პროდუქცია მომხმარებლისთვის. ტექნოლოგიების საუკუნეში გაამართლა ამ იდეამ. სოციალურ ქსელში მიპოვეს ჩემმა მომხმარებლებმა, ბევრმა შემთხვევით მიპოვა თბილისი ცენტრალში ახალ სამუშაო ადგილზე. ასე გავაგრძელე ორივე ჩემი საქმე, რომელიც ჯერ ჩემი სულის ნაწილი იყო, შემდეგ კი შემოსავლის წყარო.

დღეს განსაკუთრებით ბედნიერი ვარ, Gold Market Tbilisi 5 წლის გახდა. 44,000 გამომწერით და პირველი მაღაზიით აღვნიშნეთ ეს განსაკუთრებული თარიღი. ჩვენი ნაკეთობების შეძენა ჩვენს ერთგულ მოხმარებელს შეუძლია როგორც ონლაინ, ისე ადგილზე. ჩვენი ნაკეთობები განთავსებულია ოთხივე პლატფორმაზე: fb, insta, youtube, tik-tok.

აღსანიშნავია, რომ აქტიურად ვმუშაობდით პანდემიის პერიოდში ონლაინ, როგორც მომხმარებელი ხშირად გვეუბნებოდა, მათ ცხოვრებას ლამაზი სამკაულით ვულამაზებდით. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის მოტივაცია იყო. ბედნიერებაა, როდესაც შეგვიძლია ერთმანეთს ვაჩუქოთ ბედნიერი წუთები – ჩვენ ვუქმნით მათ ისეთივე ბრჭყვიალა და ამაღლებულ განწყობას, როგორ ნივთსაც ისინი იძენენ ჩვენთან.

Gold Market Tbilisi-ს პროდუქცია

ჩვენთან წარმოდგენილია ცნობილი იტალიური ბრენდების ნაკეთობები, როგორიცაა: „ფრანკო ფონტანა“, „გრაციელა“, „ლორეტა ორო“ და სხვ. ასევე, რეპლიკები – „ბულგარის“, „ტიფანის“, „კარტიეს“, „მესიკას“ და ა.შ. გარდა ამისა, გვაქვს მამაკაცის და საბავშვო ხაზიც.

ძალიან მოთხოვნადია თეთრი ოქროს ნაკეთობები, ბრილიანტის ნიშნობის ბეჭდები, ბრენდული ნაკეთობები 585 და 750 სინჯი.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანი შეარჩევს სასურველ სამკაულს.

რა გამოგარჩევთ ბაზარზე?

ბაზარზე გამოვირჩევით დახვეწილი, გემოვნებიანი სამკაულების დიდი არჩევანით, ხელმისაწვდომი ფასებით და მომხმარებელთან განსაკუთრებული დამოკიდებულებით. ამ წლების განმავლობაში ბევრ მათგანთან მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. მიმაჩნია, რომ ვიპოვე და ვაკეთებ ჩემთვის საყვარელ საქმეს და ჩემი ყველა წინ გადადგმული, თუნდაც პატარა ნაბიჯი დიდი სტიმულია და ახალი იდეების ძებნაში მეხმარება.

მომხმარებელთან ურთიერთობისას ყოველ ჯერზე ვრწმუნდები, რომ თითოეული ადამიანი ძალიან საინტერესო, გამორჩეული და უნიკალურია, თავისი შეხედულებებითა და გემოვნებით, კრიტიკითა თუ შენიშვნით, რაც, თავის მხრივ, პროფესიულ ზრდაში მეხმარება.

თებერვალში მადლიერების თვე გვქონდა და ჩვენი ერთგული მოხმარებელი სხვადასხვა ნომინაციაში ჩვენი საჩუქრებით გავახარეთ – ოქროს სამკაულით დავაჯილდოეთ. ასევე, მაღაზიის გახსნის პირველ დღესაც გადავეცით პირველ მომხმარებელს ოქროს სამკაული.

ეს განსაკუთებული და უშუალო დამოკიდებულება ჩვენს მომხმარებელთან მომავალშიც გაგრძელდება. ვპირდებით არაერთ სურპრიზს და მუდმივად განახლებულ კოლექციას.

სრულად წაკითხვა