პროფესიონალური თმის მოვლის სფეროში არსებობენ ბრენდები, რომლებიც, უბრალოდ, პროდუქტს აწარმოებენ, და ბრენდები, რომლებიც ქმნიან მოვლის მაღალი ხარისხის კულტურას. „გოლდველი“ სწორედ მეორე კატეგორიას განეკუთვნება. გერმანულ-იაპონური პრემიუმ ბრენდი 75 წელია სილამაზის ინდუსტრიას პროფესიონალიზმით, ინოვაციებითა და ტექნოლოგიების არნახული განვითარებით აოცებს. გთავაზობთ GOLDWELL GEORGIA-ს დირექტორთან, ინგა ჯინჭარაძესთან ინტერვიუს, საიდანაც დეტალურად შეიტყობთ, თუ თმის მოვლის რა ასორტიმენტს გთავაზობთ „გოლდველი“, რა არის ბრენდის მთავარი ფილოსოფია, და რა შეთავაზებებს უნდა ელოდოთ „გოლდველისგან“ საახალწლოდ.

ინგა, როგორ დაიწყო „გოლდველის“ ისტორია და რა არის ბრენდის მთავარი ფილოსოფია?
„გოლდველის“ გზა 1948 წელს, ომის შემდგომ გერმანიაში დაიწყო. კომპანიის დამფუძნებელმა, ჰანს ერიხ დოტერმა, თმის მოვლის ინდუსტრიაში არსებული დიდი სიცარიელე დაინახა – სპეციალური, პროფესიონალი სტილისტებისთვის შექმნილი პროდუქტის ნაკლებობა. სწორედ აქედან დაიბადა ბრენდი, რომელიც თავიდანვე სრულიად განსხვავებული ხედვით გამოირჩეოდა.
„გოლდველი“ ქმნის პროდუქტს როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე, მომხმარებელთა იმ კატეგორიისთვის, რომელსაც აქვს მაღალი ხარისხის პროდუქტებზე მოთხოვნილება.
ეს ნიშნავს, რომ „გოლდველი“ არასოდეს ყოფილა მასობრივ ბაზარზე ორიენტირებული. მისი პრიორიტეტი ყოველთვის იყვნენ სტილისტები – ადამიანები, რომლებიც ქმნიან ტრენდებს, შედეგს, ემოციას. „გოლდველი“ მათ აძლევს „საუკეთესო იარაღს“ – პროდუქტს, რომელიც მუშაობს გარანტირებულად, სტაბილურად და უმაღლესი ხარისხით.
1989 წლიდან „გოლდველი“ იაპონური გიგანტის, Kao Corporation-ის ნაწილი გახდა. სწორედ ეს თანამშრომლობა იქცა ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ტექნოლოგიურ გაერთიანებად: გერმანული ხარისხისა და იაპონური ინოვაციის შერწყმის შედეგად მიღებულ პროდუქტად, რომელიც ქმნის და ამკვიდრებს სტანდარტებს.
საქართველოში „გოლდველ ჯორჯია“ 2014 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ პროფესიონალებისა და მომხმარებლების ერთ-ერთი საყვარელი პრემიუმ ბრენდი გახდა.
Kao-ს კორპორაციული მიდგომა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ეკოლოგიას. რაც ორი მიმართულებით გამოიხატება. პირველი – ეს არის პროდუქტების ეკოდიზაინი: ყოველი პროდუქტი გადის მრავალეტაპიან შეფასებას, რათა მისი გავლენა ბუნებაზე შემცირდეს.
და მეორე, – Eco Together ნიშნული: მხოლოდ ის პროდუქტები იღებენ ამ ნიშნულს, რომლებიც პასუხობენ ყველაზე მკაცრ ეკოლოგიურ სტანდარტებს.
ეს ყოველივე კი ნიშნავს რესურსების დაზოგვას, ენერგოეფექტურობას, გადამუშავებადი მასალების გამოყენებას, მინიმუმამდე დაყვანილ საწარმოო ნარჩენს და შედეგად, გაუმჯობესებულ ეკოგარემოს.
რა ასორტიმენტს მოიცავს „გოლდველის“ პროდუქცია?
„გოლდველი“ სამ მთავარ მიმართულებას აერთიანებს: ტექნიკური საშუალებები (საღებავები, გამაღიავებლები), თმის მოვლის პროდუქტები და სტაილინგი.
Dualsenses ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხაზია, რომელიც მოიცავს სხვადასხვა მიმართულების სერიებს: შეღებილი თმის მოვლა; ფერის დაცვით დაზიანებული თმის აღდგენა; ურჩი თმის მოვლა; ხვეული თმის მოვლა; თმის მოცულობის მინიჭება; გაღიავებული და მელირებული თმის მოვლა; პრობლემური თავის კანის მოვლის საშუალებები და შრატები; ჭაღარა და ღია ფერის თმის მოვლა (შეღებილი და ნატურალური); მამაკაცის თმის მოვლის საშუალებათა სერია.
StyleSign გახლავთ სტაილინგის ხაზი, რომელიც თმასაც იცავს. განახლებული StyleSign ხაზი არა მხოლოდ ვარცხნილობის დაფიქსირებას უზრუნველყოფს, არამედ თმას სიცხისგან, სინათლისა და გარემოს არასასურველი ზემოქმედებისგანაც იცავს. ეს არის თანამედროვე, მდგრადი სუპერპროფესიონალური სტაილინგი.
Elumen კი გახლავთ საღებავის ხაზი, რომელსაც თავის კლასში კონკურენტი არ ჰყავს.
Elumen „გოლდველის“ ყველაზე პრესტიჟული, ინოვაციური და ძვირფასი საღებავია. ის არ შეიცავს ამიაკს, ოქსიდანტს, პეროქსიდს და არ აზიანებს თმას. პროდუქტი მუშაობს ფიზიკური მიზიდულობის პრინციპით (Magnet Effect) – საღებავი ღრმად შედის თმის ბოჭკოში ქიმიური რეაქციის გარეშე. არ აჩენს ფორებს – პირიქით, ავსებს დაზიანებულ ადგილებს, გააჩნია 76% მეტი ინტენსივობა და 37% მეტი ბზინვარება, 100%-მდე ფარავს ჭაღარას NN ტონებით, იდეალურია მგრძნობიარე სკალპისთვის მოსახმარად.
Elumen შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვისი მიზანიც ნატურალური, ელეგანტური ტონები, მაქსიმალური ბზინვარება და მინიმალური დაზიანებაა.
რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, ბრენდს ცალკე აქვს მამაკაცებისთვის სპეციალური საღებავის ხაზი – MEN RESHADE.

რომელია თქვენი პარტნიორი სილამაზის ცენტრები, სადაც „გოლდველის“ პროდუქციით სერვისის მიღებაა შესაძლებელი?
ჩვენი პარტნიორების მცირე და არასრული ჩამონათვალია: Art Garden Beauty – თბილისი, ფალიაშვილის 24, New Look – თბილისი, გამრეკელის 9, Goldwell House/Crystal – ცინცაძის 49, Be One – აბაშიძის 34, In_heaven – სიმონ ჯანაშიას ქ. 7, Undertone – ფალიაშვილის 39ა, Interview – ქობულეთის ქ. 19 , Diamond – ბათუმი, აბაშიძის 54, სალონი 12 – ქუთაისი.
ინგა, რა მიმდინარე სიახლეებს გვთავაზობს GOLDWELL?
„გოლდველი“ მუდმივად ავითარებს ტექნოლოგიებს. ბოლო პერიოდის მთავარი სიახლეებია:
Topchic Zero – სრულიად ახალი თაობის საღებავი. 100% ამიაკის გარეშე, ეკოლოგიური, მდგრადი და მაღალეფექტიანი პროდუქტი.
ეს სიახლე არის პასუხი სტილისტების მოთხოვნებზე: შედეგი, უსაფრთხოება და ეკოლოგია.
სად იყიდება „გოლდველის“ პროდუქცია საქართველოში?
პროდუქციის შეძენა შესაძლებელია Goldwell Georgia-ს Facebook და Instagram გვერდებზე, სადაც სიამოვნებით გაგიწევენ ონლაინკონსულტაციას და დაგეხმარებიან სწორი პროდუქტის შერჩევაში. პროდუქციის შეძენა ასევე შეგიძლიათ ჩვენს ოფისში – რუსთაველის გამზირზე, ბიზნესცენტრ „მერანის“ პირველ სართულზე.
„გოლდველს“ შეიძენთ ჩვენს პარტნიორ სალონებში, სადაც დაგხვდებათ ჩვენი პროდუქციის გამოფენა-სტენდები.
გეგმავს თუ არა „გოლდველი“ საახალწლო აქციებს?
რა თქმა უნდა! წინასაახალწლო პერიოდში ბრენდი ტრადიციულად ამზადებს სპეციალურ შეთავაზებებს.
ლოიალური მომხმარებლებისთვის იგეგმება განსაკუთრებული ფასდაკლებები, საჩუქრები, პროდუქტების გამორჩეული ნაკრებები.
აქციების შესახებ დეტალები ეტაპობრივად გამოქვეყნდება Goldwell Georgia-ს ოფიციალურ სოციალურ გვერდებზე, ამიტომ გირჩევთ მათ აქტიურად თვალის დევნებას.

ტექსტი: თაკო გვაზავა
ფოტო: ალექსეი სეროვი

4 days ago
9







English (US) ·
Georgian (GE) ·