#OK! Nail Draw Gallery – სილამაზე და კომფორტი ერთ სივრცეში

12 hours ago 4

სილამაზე და თავის მოვლა ალბათ ისაა, რაც ყველა ქალბატონს თავს ნამდვილ ქალად აგრძნობინებს. გოგონებს თავისებურად უხარიათ იმ დღის მოახლოება, როდესაც ფრჩხილის პროცედურაა ჩანიშნული და კვირებით ადრე იწყებენ ლაქის ფერის შერჩევას. აღსანიშნავია, რომ სალონში გატარებული ერთი-ორი საათი არა მხოლოდ მომსახურების მიღებას, არამედ სტუმრისთვის მყუდრო, კომფორტული და სასიამოვნო გარემოს შექმნასაც გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს გოგონები ესთეტიკური ცენტრების სიმცირეს ნამდვილად არ უჩივიან, ისინი მაინც ხშირად იცვლიან სპეციალისტებს, რადგან არ არის მარტივი, იპოვო სივრცე, რომელიც ერთდროულად გთავაზობს სერვისის მრავალფეროვნებას, ხარისხს, პროფესიონალთა გუნდს, სტერილიზაციის შესაბამისი ნორმების დაცვასა და რაც მთავარია, სასიამოვნო განწყობას. რამდენიმე თვის წინ ქალაქს შეემატა კიდევ ერთი სილამაზის სალონი, რომელიც ცდილობს მაქსიმალურად მიჰყვეს ზემოთ ჩამოთვლილ სტანდარტებს. Nail Draw Gallery აერთიანებს თავის მოვლის ყველა იმ პროცედურას, რომელიც გოგონებს მეტ თავდაჯერებულობას შემატებს. უფრო მეტს სალონის მიზნებსა და მომსახურებაზე Nail Draw Gallery-ის დამფუძნებელი, ეკა რამიშვილი მოგვიყვება.

ეკა, ალბათ დამეთანხმებით, რომ დღესდღეობით ქალაქში უამრავი სივრცეა, რომელიც ქალბატონების სილამაზესა და თავის მოვლაზე ზრუნავს, რატომ გადაწყვიტეთ, რომ საკუთარი სილამაზის სალონი გაგეხსნათ?

სილამაზის ინდუსტრიაში უკვე ათწლიანი პროფესიული გამოცდილება მაქვს. ამ პერიოდის განმავლობაში ნათლად დავინახე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ – სერვისების რაოდენობა არასდროს ნიშნავს ხარისხსა და ინდივიდუალურ მიდგომას. თანამედროვე სალონური სივრცეები მართლაც გამოირჩევა მრავალფეროვნებით, თუმცა ხშირად მქონდა განცდა, რომ მათ აკლდათ სტილის ინდივიდუალური ხელწერა და ატმოსფერო, რომელიც სტუმარს იმ წუთიდან ხვდება, როცა კარს შეაღებს. ჩემი მიზანი უბრალოდ სალონის გახსნა არ ყოფილა, მინდოდა შემექმნა სივრცე, სადაც თითოეული სტუმარი თავს განსაკუთრებულად იგრძნობდა. ვფიქრობ, ჩვენი სივრცის თითოეული მომხმარებელი დარწმუნდება იმაში, რომ ჩემი გადაწყვეტილება უბრალოდ ბიზნესის წამოწყება არ ყოფილა, ეს იყო სურვილი, მეჩვენებინა ჩემი თავისა და მომხმარებლისთვის, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ნამდვილი თანამედროვე და გამორჩეული სილამაზის სივრცე თბილისში.

რა სერვისს სთავაზობთ თქვენს მომხმარებელს?

ჩვენს გალერეაში წარმოდგენილია შემდეგი მიმართულებები:

* მანიკიური და ნეილ-არტი – მომხმარებელს ვთავაზობთ კლასიკურ, აპარატურულ და SPA მანიკიურს, ასევე ინოვაციურ ნეილ-არტ ტექნიკებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ფრჩხილის ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

* პედიკიური – მომხმარებლებს ვაწვდით როგორც ესთეტიკურ, ასევე სამედიცინო პედიკიურის მომსახურებას.

* თმის მომსახურებები – შეჭრა, ვარცხნილობა, გამაჯანსაღებელი პროცედურები და ფერის კორექცია თანამედროვე ტექნოლოგიებითა და პროფესიონალური ხაზის მასალებით.

* პერმანენტული მაკიაჟი (PMU) – წარბის, ტუჩისა და თვალის პერმანენტი მაღალი ხარისხის პიგმენტებით, ანატომიურ პრინციპებზე დაყრდნობილი ტექნიკითა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით.

* წარბისა და წამწამების მომსახურებები – წარბის არქიტექტურა, კორექცია, ლამინირება და შეღებვა; წამწამების ლამინირება და სხვა ესთეტიკური პროცედურები.

* სადღესასწაულო და ყოველდღიური მაკიაჟი.

რატომ უნდა ისარგებლონ მსურველებმა კონკრეტულად თქვენი მომსახურებით? რით გამოირჩევით სხვებისგან?

ჩვენი სალონის განსაკუთრებულობას რამდენიმე ძირითადი ფაქტორი განსაზღვრავს: სტუდია აღჭურვილია თანამედროვე სტერილიზაციის აპარატურით, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო ჰიგიენურ სტანდარტებს; პროცედურისას ვიყენებთ ერთჯერად მასალებს, რაც გამორიცხავს დაავადებების გადადების რისკებს; გელ-ლაქის აპარატებს აქვს კვარცის ნათურები, რომლებიც შედარებით უსაფრთხოა; დაბოლოს, Nail Draw Gallery-ის გუნდი შედგება მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან, რომლებიც მუდმივად აგრძელებენ პროფესიულ განვითარებას.

ეკა, თვლით თუ არა, რომ სილამაზისა და თავის მოვლის სფეროში დასაქმებულმა ადამიანებმა მუდმივად უნდა განავითარონ თავი, ჩაერთონ სხვადასხვა ტრენინგში, რომლებიც მათ პროფესიულად განავითარებს?

სილამაზის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და სწრაფად განვითარებადი სფეროა, ამდენად, პროფესიონალისთვის კვალიფიკაციის ზრდა არა უბრალოდ სასურველი, არამედ აუცილებელიცაა. სპეციალისტი, რომელიც გადის რეგულარულ ტრენინგებს, ბევრად უფრო კონკურენტუნარიანი და ინფორმირებულია. რაც უფრო ვითარდება მასტერი, მით უფრო მაღალია შედეგი, რომელსაც მომხმარებელს სთავაზობს და მით უფრო ძლიერი ხდება თავად ინდუსტრია.

თქვენი აზრით, როგორი მიდგომა უნდა ჰქონდეს პროფესიონალს უკმაყოფილო მომხმარებლის მიმართ? თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა და როგორ გადაჭერით პრობლემა?

მომსახურების სფეროში უკმაყოფილო მომხმარებელთან სწორი მიდგომა არის პროფესიონალიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი. პირველ რიგში, პროფესიონალმა უნდა გაიგოს, თუ რა არის პრობლემა და გამოხატოს ემპათია. უკმაყოფილების მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ტექნიკური, ისე კომუნიკაციური ფაქტორი. თუ შეცდომას სპეციალისტი უშვებს, მნიშვნელოვანია, არ გაექცეს პასუხისმგებლობას. ჩვენს სალონშიც ყოფილა შემთხვევა, როდესაც მომხმარებელი ფრჩხილის ფორმით უკმაყოფილო დარჩენილა. მოვისმინეთ მისი აზრი და იმავე ვიზიტზე შევიტანეთ კორექცია. ეს გამოცდილება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ სწორი დამოკიდებულება და პროფესიონალიზმი ნებისმიერ სიტუაციას გარდაქმნის თანამშრომლობის შესაძლებლობად.

თქვენი აზრით, რატომ უნდა იზრუნონ ქალბატონებმა თავიანთ სილამაზეზე? რატომ უნდა ეწვიონ სილამაზის სალონს თავის მოვლისთვის?

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავის მოვლის პროცედურების გავლენა ემოციურ მდგომარეობაზე. ქალბატონები, რომლებიც ზრუნავენ საკუთარ გარეგნობაზე, მეტ თავდაჯერებულობასა და კომფორტს გრძნობენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს სივრცე ქმნის გარემოს, სადაც შესაძლებელი ხდება ფიზიკური და ემოციური დასვენება, რაც დღევანდელ დატვირთულ რეჟიმში, დამეთანხმებით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

ზოგიერთი თვლის, რომ სილამაზე და თავის მოვლა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. რამდენად ხელმისაწვდომია Nail Draw Gallery ამ მხრივ?

თავის მოვლა არ არის ფუფუნების საგანი – ჩათვალეთ, ეს არის აბსოლუტურად გამართლებული ინვესტიცია მაღალი თვითშეფასების ჩამოყალიბებაში. მომხმარებელს თავიდანვე აქვს შესაძლებლობა, გაეცნოს ამა თუ იმ სერვისის ღირებულებას და თავი აარიდოს ადგილზე მოულოდნელ, დამატებით ხარჯს. ასევე, პერიოდულად გვაქვს სხვადასხვა შეთავაზება ჩვენი მომხმარებლისთვის (მაგალითად, მანიკიური + პედიკიურის კომბინირებული სერვისები, თმის მოვლა+ მანიკიური) რათა ეს პროცედურები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ყველასთვის, ვინც რეგულარულად გეგმავს ვიზიტს ჩვენთან.

ეკა, როგორი წარმოგიდგენიათ თქვენი სილამაზის სალონი მომავალში? რა გეგმები გაქვთ 2026 წლისთვის?

Nail Draw Gallery-ის მთავარი მიზანია გახდეს პროფესიონალიზმის, უსაფრთხოებისა და მაღალი ხარისხის მაგალითი სილამაზის ინდუსტრიაში. მომავალი ხედვა მოიცავს მომსახურების გაფართოებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ინიექციური ესთეტიკის, ლაზერისა და კანის მოვლის პროცედურების დამატებას. განსაკუთრებით დიდი რესურსის ჩადებას ვაპირებ გუნდის განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში.

ტექსტი: მარიამ მათიაშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

სრულად წაკითხვა