#OK! პარკეტის გალერეა – ხარისხსა და მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია

12 hours ago 3

ინტერიერის დიზაინში იატაკის სწორად შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან ის განსაზღვრავს სივრცის ხასიათს და ხდება ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი. ქართულ ბაზარზე ხარისხიანი და მრავალფეროვანი პარკეტის მოძიება არცთუ ისე იოლია. დღეს გაგაცნობთ „პარკეტის გალერეას“, რომელიც ამ საქმეს გაგიმარტივებთ. შოურუმში წარმოდგენილი ასობით მოდელი, პრემიუმ მასალები, შვედური ბრენდი Kahrs, მრავალწლიანი გარანტიები და სრულყოფილი მომსახურება მომხმარებელს საშუალებას აძლევს, იპოვოს ზუსტად ის ფაქტურა, ფერი და წყობა, რომელიც მის სივრცეს იდეალურად მოერგება.

როდის გამოჩნდა „პარკეტის გალერეა“ ქართულ ბაზარზე?

ელენე გვარამაძე, პიარისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი: პარკეტის მაღაზიის გახსნის იდეა დაახლოებით 9 წლის წინ დაიბადა, როცა თავად ვარჩევდით სახლისთვის პარკეტს. სამშრიანი პარკეტი გვჭირდებოდა. სამწუხაროდ, მაშინ ბაზარზე არ იყო დიდი არჩევანი. სამშრიანი და ორშრიანი პარკეტის მოთხოვნილებიდან გამომდინარე, დღეს უკვე გაიზარდა ბაზარი.

ჩვენი მთავარი მიზანი ყოველთვის იყო და იქნება უმაღლესი ხარისხის მასალისა და სერვისის შეთავაზება და ზუსტად ამან განაპირობა, რომ დავიწყეთ შვედურ კომპანია kahrs-თან თანამშრომლობა.

პარკეტის მაღაზია 7 წელია რაც ბაზარზეა და მუდმივად ვითარდება. თუ საწყის ეტაპზე მხოლოდ ბინებსა და კერძო სახლებზე ვმუშაობდით, ახლა უკვე აქტიურად ვმუშაობთ კომერციულ პროექტებზე, ტენდერებზე. სამუშაო წარმატებით გვაქვს შესრულებული არაერთ ობიექტზე: კლინიკა, სპორტდარბაზი, ოფისი , მაღაზია, რესტორანი და ა.შ.

რაც შეეხება უშუალოდ კომპანია kahrs, რომლის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენლებიც ვართ საქართველოში, 1857 წლიდან აწარმოებს ხის იატაკებს და მსოფლიო გამოკითხვებში მოწინავე ადგილს იკავებს. სწორედ მათ შექმნეს პირველად პარკეტი, რომელსაც ჩამკეტი სისტემა აქვს და მსოფლიოში ყველაზე ძლიერ ჩამკეტ სისტემად ითვლება, ასევე მათ გამოუშვეს პარკეტი, რომლის ზედაპირი უკვე გალაქული იყო და ინსტალაციის შემდეგ აღარ საჭიროებდა დამუშავებას.

გვესაუბრეთ თქვენთან არსებულ პროდუქციაზე.

ჩვენი ძირითადი მიმართულება გახლავთ მუხის ორშრიანი და სამშრიანი პარკეტი. შოურუმში დაგხვდებათ ძალიან დიდი არჩევანი – 500-მდე მოდელი გვაქვს წარმოდგენილი, სადაც ნებისმიერი გემოვნების ადამიანი შეარჩევს სასურველი დიზაინის და ფაქტურის პარკეტს. წარმოდგენილია როგორ ზეთით, ლაქით, მქრქალი ლაქით და ულტრამქრქალი ლაქით დამუშავებული ზედაპირი, როგორც ბრაშირებული, ასევე სწორი ზედაპირით. ასევე, დაგხვდებათ მოდელები, რომლებსაც აქვს ფასკა, ამასთანავე, მის გარეშე გვაქვს გამორჩეული კოლექციები, რომლებიც ხელით არის დამუშავებული და განსაკუთრებულ იერსახეს აძლევს ინტერიერს.

რაც შეეხება წყობას, გვაქვს ინგლისური, გემბანური, ვიწრო და ფრანგული წყობა, თუმცა ყველაზე მოთხოვნადი და ტრენდული ინგლისური და გემბანურია.

ამას გარდა, ჩვენს შოურუმში წარმოდგენილია დაპრესილი პარკეტი, რომელიც აგებულების მიხედვით გამოირჩევა გამძლეობით და არ ზიანდება. დაპრესილ პარკეტშიც არის არჩევანი წყობის მიხედვით, გვაქვს როგორც გემბანური, ასევე ინგლისური წყობა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან შეგიძლიათ ვინილის იატაკის შეძენაც, რომელიც საკმაოდ ახალია საქართველოს ბაზარზე, თუმცა მაღალი მოთხოვნით სარგებლობს, რადგან აქვს უნიკალური ზედაპირი, რომელიც არ ზიანდება, არ იკაწრება, წყალგამძლეა და ა.შ. რა თქმა უნდა, დამკვეთს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი ფაქტურა: ხე, მარმარილო, ქვა, ბეტონი და ამასთანავე, როგორც გემბანური, ასევე ინგლისური და ფრანგული წყობა.

მნიშვნელოვანია, რომ შოურუმში არსებულ ყველა პროდუქციაზე ვრცელდება ქარხნული გარანტია – 15-30 წელი ვინილზე და დაპრესილ იატაკზე 15-წლიანი ქარხნული გარანტია. ორშრიან და სამშრიან პარკეტზე კი ვრცელდება 30-წლიანი ქარხნული გარანტია. შოურუმში არსებული ყველა მოდელი თავსებადია იატაკქვეშა გათბობასთან.

„პარკეტის გალერეაში“ წარმოდგენილია გერმანული კომპანიის uzin-pallmann-ის მასალები – თვითსწორებადი იატაკი, პარკეტის ერთკომპონენტიანი და ორკომპონენტიანი წებო, გრუნტი, პარკეტის ლაქი, ზეთი პიგმენტი, მოსავლელი საშუალებები, პარკეტის აღმდგენი.

გარდა ამისა, ჩვენთან დაგხვდებათ ყველა ის დამატებითი მასალა, რასაც პარკეტი საჭიროებს. გვაქვს პარკეტის დაგების სერვისი, თვითსწორებადის დასხმის, არსებული პარკეტის მოხვეწა.

რამდენად დიდია კონკურენცია ბაზარზე და რა გამოგარჩევთ თქვენ?

კონკურენცია შესამჩნევად გაიზარდა, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი კომპანია ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ განვითარდა. ერთ-ერთი უპირატესობა არის სერვისი. რადგან ოჯახური ბიზნესია, დროს და ენერგიას არ ვზოგავთ თითოეულ დამკვეთზე. სწორედ კმაყოფილი მომხმარებლის რეკომენდაციებმა იმოქმედა განვითარებასა და ნდობაზე ჩვენი კომპანიის მიმართ. გვაქვს ბევრი შემთხვევა, როცა ერთ კმაყოფილს კლიენტს 10 სხვა მოუყვანია. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ მარკეტინგსა და სოცმედიაზე, მუდმივად განვათავსებთ შესრულებულ და დასრულებულ ობიექტებს.

ყველაზე მთავარი უპირატესობა კი კონკურენტული ფასებია. ბაზარზე ალბათ ყველაზე დაბალ ფასად ჩვენი პროდუქციაა წარმოჩენილი და ამავდროულად, შვედური ხარისხი. კონკრეტულ მოდელებზე ხშირად დიდი ფასდაკლებები გვაქვს.

ყველაზე ხშირად დასმული კითხვა ალბათ ისაა, როგორ ავარჩიოთ და მერე როგორ მოვუაროთ პარკეტს? თუ გაგვიზიარებთ რჩევებს?

პარკეტის არჩევა საკმაოდ რთულია. აუცილებლად ბევრ დეტალია გასათვალისწინებელი. უპირველესად, ყურადღება უნდა მიექცეს დამუშავებას, რომელი ავირჩიოთ – ლაქი თუ ზეთი. ორივეს თავისი უპირატესობა აქვს და საბოლოოდ დამკვეთი თავად ირჩევს, რომელი დამუშავება ურჩევნია. მაგალითად, ლაქით დამუშავებული პარკეტის მოვლა უფრო მარტივია, თუმცა დაზიანების შემთხვევაში მისი აღდგენა ვერ ხერხდება, რადგან დაზიანებული ადგილი უნდა გამოიცვალოს ან მთლიანი იატაკი მოიხვეწოს. რაც შეეხება ზეთიან პარკეტს, მისი მოვლა უფრო რთულია, თუმცა იგი ექვემდებარება განახლებას სხვადასხვა ხერხით, მოხვეწის გარეშე.

ასევე, მნიშვნელოვანია, როგორი წყობა ავირჩიოთ. თუ ბინა არის პატარა, ყოველთვის ვურჩევთ, რომ შეარჩიონ ვიწრო წყობა, რათა სივრცე ვიზუალურად არ დაპატარავდეს. ასევე, იატაკიც გაცილებით იაფი ჯდება. თუ დიდი სივრცეა, ძალიან ლამაზი გამოდის განიერი პარკეტი. რაც შეეხება ინგლისურ და ფრანგულ წყობას, ის ნებისმიერი სახის ინტერიერს უხდება, უბრალოდ, ზომებშია განსხვავება და ბინის ფართობიდან გამომდინარე ვიძლევით რეკომენდაციას, რომელი ზომა უფრო ეფექტური გამოვა.

შერჩევის შემდეგ მნიშვნელოვანია, პარკეტს მოვუაროთ სწორად, რომ ის რაც შეიძლება დიდხანს გვემსახუროს და პირვანდელი სახე არ დაკარგოს.

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

სრულად წაკითხვა