#OK! ibis Styles Batumi – მსოფლიოში ცნობილი ბიუჯეტური სასტუმროების ბრენდი ბათუმში

1 month ago 12

დღეს სტუმარმასპინძლობის მაღალი დონე ქვეყანაში ტურიზმის სექტორს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. სასტუმროები მომხმარებელს არა მხოლოდ კომფორტს, არამედ უნიკალურ გამოცდილებასაც სთავაზობს. სწორედ ამ სტანდარტების გათვალისწინებით შეიქმნა ibis Styles Batumi, რომელიც სტუმარმასპინძლობის სექტორში წამყვანი საერთაშორისო კომპანიის – Accor-ის ბიუჯეტური სასტუმროების ბრენდია. ibis Styles-ის სასტუმროებისთვის დამახასიათებელი მაღალი ხარისხის მომსახურება, კომფორტული გარემო და კონცეპტუალური დიზაინი განაპირობებს მის წარმატებას და პოპულარობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ibis Styles Batum-მა მოახერხა ამ დროში თავისი ღირსეული ადგილის დამკვიდრება ბაზარზე, რაზეც მისი ერთგული მომხმარებლის სიმრავლე მეტყველებს. სასტუმროს კონცეფციასა და სამომავლო გეგმებზე უფრო ვრცლად მისი გენერალური მენეჯერი, სოფიკო მეგრელიშვილი გვესაუბრა.

სოფიკო მეგრელიშვილი: „იბის სტაილს ბათუმი“ გაიხსნა 2024 წლის 1 ივნისს. სასტუმრო განთავსებულია ახალგანვითარებულ ურბანულ ზონაში, გადაჰყურებს ახალ ბულვარს და წინ იშლება შავი ზღვის თვალწარმტაცი ხედი. „იბის სტაილს ბათუმის“ სახით ქალაქს შეემატა 4*- იანი ბიუჯეტური სასტუმრო, რომელიც მომსახურების მაღალი სტანდარტებით ყველა ტიპის მომხმარებელზეა მორგებული.

რით გამოირჩევა ibis Styles Batumi ბაზარზე?

გარდა მაღალი ხარისხის სერვისისა, ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ უნიკალური გამოცდილება. სტუმარმასპინძლობის სფეროში მნიშვნელოვანია კმაყოფილი მომხმარებელი.

ibis Styles Batumi შავი ზღვის სანაპიროზე Accor-ის პირველი სასტუმროა. Accor-ის პორტფოლიოში ჩვენს ibis Styles Batumi-ის შესახებ ერთ-ერთი საინტერესო დეტალი არის ის, რომ ბრენდის დამახასიათებელი ხელწერა დიზაინის კრეატიული კონცეფციაა. ეს სტრატეგია ბათუმის შემთხვევაშიც წამყვან როლს ასრულებს. ოთახების თემატური დიზაინი შთაგონებულია სპორტის სახეობებით. სწორედ სპორტული თემატური ინტერიერი განაპირობებს იმას, რომ სივრცე ფერადოვნებით და დეკორატიული ელემენტებით ხასიათდება.

აღსანიშნავია, რომ ბათუმი 2019 წელს ევროპის სპორტულ ქალაქებს შორის დასახელდა, 2020 წელს კი მაღალი სტანდარტების საფეხბურთო სტადიონიც გაიხსნა. ქალაქში სპორტული ცხოვრების და მისადმი სიყვარულის არაერთ გამოვლინებას შევხვდებით, ამიტომაც სასტუმროს დიზაინის ამგვარ გადაწყვეტას გარკვეული სიმბოლური დატვირთვაც აქვს.

ibis Styles Batumi 121 ოთახისაგან შედგება და თითოეული მათგანიდან მთისა და ზღვის შთამბეჭდავი ხედები იშლება. გარდა ნომრებისა, სასტუმრო აერთიანებს სხვადასხვა დანიშნულების სივრცეებს, რაც დასვენებისა და გართობის იდეალურ გარემოს ქმნის. ibis Styles Batumi სრულყოფილი ადგილია ოჯახებით დასვენებისთვის, რამდენადაც აქ ბავშვებისთვის განკუთვნილ არაერთ კუთხეს აღმოაჩენთ.

ამასთან ერთად, სასტუმროში სპეციალური ბარ-მენიუც დაგხვდებათ, რომელიც ძირითადად ჯანსაღ წასახემსებლებს და საბავშვო მენიუს აერთიანებს.

დასვენებასთან ერთად, სასტუმრო ადაპტირებულია სტუმრების საქმიან და პროფესიულ ცხოვრებაზეც. ibis Styles Batumi მოიცავს საკონფერენციო და შეხვედრების ოთახებს, რომლებიც შესაბამისი ინფრასტრუქტურით არის უზრუნველყოფილი.

დამატებით კომფორტს უზრუნველყოფს სასტუმროს ლოკაცია – ibis Styles Batumi ბათუმის ბულვარიდან ქვეითად სავალ გზაზე მდებარეობს. მისი ადგილმდებარეობა იმგვარად არის შერჩეული, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტამდე მისასვლელად სულ რაღაც 5 წუთია საჭირო. ამავდროულად, ibis Styles Batumi ახლოს არის ბათუმის ისტორიულ ნაწილთან.

ამ ყველა დეტალის გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მთავარ ტურისტულ ქალაქს ის სივრცე შეემატა, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტებისთვის დასვენების ახალ სტანდარტებს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს.

სამომავლო გეგმები

ბრენდის ლოიალური მომხმარებლები დავაინტერესოთ ახალი ლოკაციით ბათუმში. ახალი ბაზრების მოძიება, რომელიც შექმნის დამატებით შემოსავალს და დაგვეხმარება ასევე, ბრენდის სახელით საერთაშორისო ბაზარზე ბათუმის ცნობადობა ამაღლდეს.

სრულად წაკითხვა